ბატანგასი

ქალაქი ფილიპინებში, ბატანგასის პროვინცია

ბატანგასი (ოფიციალურად ქალაქი ბატანგასი; ტაგ: Lungsod ng Batangas) — პირველი კლასის ქალაქი ბატანგასის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 329 874 ადამიანს შეადგენს.

ადმინისტრაციული ერთეული
ბატანგასი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Bilogo და San Jose Sico
კოორდინატები 13°45′00″ ჩ. გ. 121°03′00″ ა. გ. / 13.75000° ჩ. გ. 121.05000° ა. გ. / 13.75000; 121.05000
დაარსდა 10 მარტი, 1917
ფართობი 282.96 კმ²
მოსახლეობა 351 437 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 43
საფოსტო ინდექსი 4200
ოფიციალური საიტი http://www.batangascity.gov.ph/
ბატანგასი — ფილიპინები
ბატანგასი

ბატანგასი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ურბანიზებადი ქალაქია ფილიპინების მასშტაბით და ცნობილია როგორც „კალაბარსონის ინდუსტრიული საპორტო ქალაქი“. ქალაქში მდებარეობს ბატანგასის საერთაშორისო ნავსადგური, რომელიც ფილიპინებში მგზავრთა და ტვირთის ბრუნვით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ტერმინალია. ბატანგასში მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბუნებრივი აირის სამი ქარხანა და არაერთი ინდუსტრიული ნაგებობა. ქალაქი პროვინციის საგანმანათლებლო, ინდუსტრიული და სატრანსპორტო ცენტრის ფუნქციას ასრულებს.

გეოგრაფია

ბატანგასი იმავე სახელწოდების მქონე პროვინციის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქს ბატანგასის ყურე ეკვრის. ბატანგასის ჩრდილოეთით სან-ხოსეს მუნიციპალიტეტი მდებარეობს, სამხრეთით — კუნძულ ვერდის სრუტე, აღმოსავლეთით — იბაანი, ტაისანი და ლობო, ხოლო დასავლეთით — სან-პასკუალი. ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მდინარე კალუმპანგი სერავს. მდინარის დასავლეთი ნაწილი ძირითადად ვაკეებს უკავია, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი მეტწილად მთისწინეთებითა და მთებითაა დაფარული.

ბარანგაები

ბატანგასი პოლიტიკურად 105 ბარანგაიდ იყოფა.[2] პაგკილატანს ადრე მატოკოს სიტიო ეწოდებოდა. მალალიმი ადრე ცნობილი იყო როგორც „სირანგ-ლუპის ბარიოს სამხრეთი ნაწილი, მაჰაბანგ-დაჰილიგის ჩრდილოეთი ნაწილი და სან-ისიდროს აღმოსავლეთი ნაწილი“ „მალალიმის სიტიოსთან ერთად“. ეს ტერიტორია ბარანგადი 1954 წელს გამოცხადდა.[3] იმავე წელს მალიტამის სიტიო, რომელიც ადრე ლიბჯოს ბარიოს შემადგენლობაში შედიოდა, ბარანგაიდ გამოცხადდა.[4] სან-ანტონიო ილაიის, ლაბაკის, მატალისაის, პაჯოსა და კაკავანის სიტიოებისგან შეიქმნა, რომლებიც სან-აგაპიტოს ბარიოს გამოეყო.[5] 1957 წელს ტალუმპოკის ბარიო ორ ნაწილად გაიყო. რომანოს, პოიესანის, ბონდეოსა და ლატაგის სიტიოები ტალუმპოკ-სილანგანს მიეკუთვნა, ხოლო გინტოს, დუჰატანის, კულინგკანგის, პიიტისა და კუაბას სიტიოები ტალუმპოკ-კანლურანის შემადგენლობაში შევიდა.[6] ადრე ბალაგტასს პატაი ეწოდებოდა, კუმინტანგ-ილაიას — სამბატ-ილაია, ხოლო კუმინტანგ-იბაბას — სამბატ-იბაბა.[7]

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ბატანგასი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია მოქცეული, რომელსაც ტროპიკული მუსონური კლიმატი ესაზღვრება. ქალაქში მშრალი სეზონი იანვრიდან აპრილამდე გრძელდება. ტემპერატურა აპრილში 33.3 °C-ს (91.9 °F) აღწევს. წვიმების სეზონი წელიწადის დარჩენილ დროს მოიცავს. ყველაზე წვიმიანი თვე ივლისია, რომლის დროსაც ნალექიანობის მაჩვენებელი 228 მმ-ს უტოლდება. ტენიანობის მაჩვენებელი მთელი წლის მანჩილზე მაღალია.

ეკონომიკა

ბატანგასის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი კომერციული საქმიანობის ცენტრია, ხოლო ბატანგასის ყურის მახლობელი დაბლობი მძიმე ინდუსტრიის. მართალია ქალაქი კალაბარსონის მთავარი კომერციული და ინდუსტრიული კერაა, თუმცა ბატანგასის ჩრდილოეთ ნაწილში სასოფლო სივრცეები მდებარეობს. საცალო ვაჭრობისა და კომერციული საქმიანობის მთავარი ცენტრი პობლაკიონის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს ტერიტორია ბანკებით, რესტორნებითა და ადგილობრივი ბიზნეს ობიექტებითაა დაფარული. მთავარი საპორტო ქალაქის სტატუსის გამო ბატანგასში მახლობელი პროვინციებიდან, კუნძულებიდან და სახელმწიფოებიდანაც კი (ჩინეთი, ინდონეზია, მალაიზია და ინდოეთი) მიგრანტები ჩადიან.

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა სასოფლო ბარანგაების მოსახლეობის საკვებისა და შემოსავლების მთავარი წყაროა. სასოფლო ბარანგაების მკვიდრები ფერმერები არიან, რომელთაც ძირითადად ქოქოსი, სიმინდი, ბოსტნეული და მანგო მოჰყავთ.

მრეწველობა

სამრეწველო ობიექტები ძირითადად ბატანგასის ნავსადგურში, ტაბანგაოსა და პინამუკანის ტერიტორიებსა და სოროსორო-კარსადაშია განთავსებული. Shell ფილიპინებში შვილობილი კომპანიის, Pilipinas Shell მეშვეობით ტაბანგაოში დიდი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს და სამხრეთ ლუსონსა და ეროვნული დედაქალაქის რეგიონში საკუთარ გაზსადგურებს ამარაგებს. JG Summit Holdings ნავთობქიმიური პროდუქტების მწარმოებელ ობიექტებს ფლობს პინამუკან-იბაბაში.

განათლება

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აღსანიშნავია ბატანგასის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილიპინების უნივერსიტეტის ლიცეუმი ბატანგასი, ბატანგასის უნივერსიტეტი, წმინდა ბრიჯიტის კოლეჯი და სხვ. ბატანგასში ფუნქციონირებს განათლების დეპარტამენტიც.[8] 2013-2014 წლებში ქალაქში 82 დაწყებითი საჯარო სკოლა და 18 უმაღლესი საჯარო სკოლა მდებარეობდა.[9] 2016-2017 წლებისთვის ქალაქში 50 კერძო სკოლა ფუნქციონირებდა.[10]

გალერეა

ქალაქის პანორამა და პინამუკანის მთა
ბატანგასის პროვინციული კაპიტოლიუმის პანორამა

ლიტერატურა

  • City Investment & Tourism Office (2006), Parine na't Magsaya sa Lungsod ng Batangas (pamphlet), Batangas City, Philippines
  • Local Government of Batangas City (July 23, 1999), Batangas City Profile, 1, pp. 7, 8, 13, 14

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა