აქუიუს ატომური ელექტროსადგური

აქუიუს ატომური ელექტროსადგური (თურქ. Akkuyu Nükleer Güç Santrali) — მშენებარე ატომური ელექტროსადგური თურქეთში, მერსინის პროვინციაში, ქალაქ ბიუიუქეჯელში. ის თურქეთისთვის პირველი ატომური ელექტროსადგურია.[2]

აქუიუს ატომური ელექტროსადგური
თურქ. Akkuyu Nükleer Güç Santrali

აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მოდელი
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი მშენებარე
შენობის ტიპი ატომური ელექტროსადგური
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ქალაქი აქუიუ, მერსინი
კოორდინატები 36°08′40″ ჩ. გ. 33°32′28″ ა. გ. / 36.14444° ჩ. გ. 33.54111° ა. გ. / 36.14444; 33.54111
აშენების ღირებულება 20 მილიარდი $
მფლობელი Akkuyu NGS Elektrik Üretim A.Ş.
დაიწყო 2017 წლის დეკემბერი[1]
დასრულდა 2023 (დაგეგმილი)

ისტორია

2010 წლის მაისში რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც როსატომის შვილობილი კომპანია Akkuyu NGS Elektrik Uretim Corp. ააშენებს, ფლობს და აამუშავებს აქუიუს ელექტროსადგურს, რომელიც მოიცავს 40000 მეგავატიან VVER დანადგარს.[3] შეთანხმება 2010 წელს თურქეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა.[4] საინჟინრო და საკვლევი სამუშაოები ადგილზე 2011 წელს დაიწყო.[5][6]

2013 წელს რუსულმა ბირთვულმა სამშენებლო კომპანია Atomstroyexport-მა (ASE) და თურქულმა სამშენებლო კომპანია Ozdogu-მ ხელი მოაწერეს აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ხელშეკრულებას. [7]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი (მარცხნივ) და ვლადიმერ პუტინი აქკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე 2018 წლის 3 აპრილს ანკარაში

მშენებლობა ოფიციალურად 2015 წლის აპრილში დაიწყო.[8] ძირითადი კონსტრუქციები 2018 წლის მარტიდან შენდება[9] და სავარაუდოდ, პირველი რეაქტორი 2023 წლისთვის ამოქმედდება.[9][10] დანარჩენი სამი რეაქტორის მშენებლობა 2025 წლისთვის დასრულდება.[9] 2015 წლის 9 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა განაცხადა, რომ როსატომმა მშენებლობა შეწყვიტა, რადგან თურქეთის მთავრობამ უკეთესი კომპანიები მოიძია მშენებლობის გასაგრძელებლად.[11] მაგრამ როსატომმა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყვეს.[12] რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის მიუხედავად, 2015 წლის 24 ნოემბერს თურქული თვითმფრინავის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ელექტროსადგურის მშენებლობა მხოლოდ კომერციული მიზნებისთვისაა და პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არაა.[13]

2019 წლის მარტში პირველი რეატორის ბეტონის ბაზის მშენებლობა დასრულდა.[14]

მეორე განყოფილების მშენებლობა დაიწყო 2020 წლის 26 ივნისს.[15] პირველი რეაქტორის ორთქლის გენერატორები კომპანია ატომაშის მიერ დამზადდა აგვისტოში და თურქეთამდე გემებით გადაიზიდა.[16]

ფინანსები

ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის თანხის 93% რუსმა ინვესტორებმა გამოყვეს როზატომის კომპანიის სუბიდირებით. აქციების 49%-მდე შესაძლოა მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიყიდოს.[17] პოტენციური ინვესტორები არიან თურქული კომპანიები Park Teknik და Elektrik Üretim.[5]

ელექტროენერგიის შეძენა შესაძლებელი იქნება 12,35 ამერიკულ ცენტად, ხოლო დანარჩენი ენერგია მწარმოებლის მიერ გაიყიდება ღია ბაზარზე.[18] ნერგიის ანალიტიკოსების აზრით, ეს ფასი მაღალია.[19][20]

ტერიტორია, სადაც აქუიუს ატომური ელექტროსადგური შენდება, გიულნარი, მერსინის პროვინცია

წინააღმდეგობები

პროექტის მთავარი წინააღმოდეგობა არის ის, რომ ბიუიუქეჯელმა და მისმა მიმდებარე სანაპირო ზოლმა შეიძლება დაკარგონ ტურისტული პოტენციალი პროექტის განხორციელების შემდეგ.[21] ამასთან, ქალაქის კომერციული მრჩეველის პრეზიდენტმა ალპერ გურსოიმ ასევე განაცხადა, რომ ბირთვული ენერგია აუცილებელია თურქეთის ეკონომიკისთვის და რომ ასეთი დიდი ქარხნის მშენებლობით ქალაქსაც შეუძლია მიიღოს სარგებელი.[22]

2011 წლის 17 აპრილს მერსინში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები ელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ.[23] აქციის მონაწილეთა აქტივობა დაგეგმილზე მაღალი იყო. მომიტინგეებმა შექმნეს ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც მერსინის ცენტრალური ნაწილიდან 20 კილომეტრის სიგრძის იყო. აქციაში მონაწილება მიიღეს პროვინციის დასავლეთ ნაწილში, სილიფკესა და ერდემლში მცხოვრებმა პირებმაც. „იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამმა დაადასტურა, თუ რამდენად საშიშია ბირთვული ტექნოლოგიები” - განაცხადა საბაჰათ ასლანმა, ანტიბირთვული პლატფორმის სპიკერმა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ გამოსვლებს მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის აწყობენ.[24]

2015 წლის 12 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშზე სპეციალისტების ხელმოწერები იყო ყალბი. სპეციალისტებმა თანამდებობები დატოვეს დოკუმენტის წარდგენამდე ექვსი თვით ადრე, ხოლო შემსრულებელმა კომპანიამ ანგარიშში ცალმხრივი ცვლილებები შეიტანა.[25] ამ განცხადებამ პროტესტი გამოიწვია ჩრდილოეთ ნიქოზიაში. აქუიუს ატომური ელექტოსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან კვიპროსში სადგურის კუნძულთან სიახლოვის გამო.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა