ასტონ ვილა (საფეხბურთო კლუბი)

„ასტონ ვილა“ (ინგლ. Aston Villa Football Club) — საფეხბურთო კლუბი ინგლისში, რომელიც დაარსდა უიტონში, ბირმინგემში, 1874 წელს. საშინაო შეხვედრებს მართავს სტადიონ — „ვილა პარკზე“ 1897 წლიდან.

ასტონ ვილა
Aston Villa
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ასტონ ვილა
მეტსახელი Lions(ლომები)
მოკლე სახელი ვილა
დაარსდა მარტი, 1874[1]
სტადიონი ვილა პარკი[2]
(ტევადობა: 42 657[3])
მწვრთნელი უნაი ემერი
კაპიტანი ტაირონ მინგსი
ლიგა პრემიერ ლიგა
2023-24 მე-4 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ასტონ ვილა არის ერთ-ერთი უძველესი და წარმატებული კლუბი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. ვილამ 1981–82 წლებში მოიგო ევროპის თასი და იმ ხუთ ინგლისურ კლუბს შორის შედის, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული.

გუნდის ისტორიული მტერია ბირმინგემ სიტი, სწორედ ამ ორ გუნდს შორის იმართება უძველესი ბირმინგემული დერბი, რომელიც პირველად 1879 წელს გაიმართა.

„ასტონ ვილამ“ ისტორიის განმავლობაში 110 სეზონი ჩაატარა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ევერტონს“ აქვს (121).

კლუბს ისტორიაში 7-ჯერ აქვს მოგებული ინგლისის უმაღლესი დივიზიონი, მათ შორის ბოლო 1981 წელს.

ბირმინგემული კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი, 657 მატჩი ჩარლი აიტკენს აქვს ჩატარებული. მეორე ადგილზე 531 მატჩით ბილი უოკერია, მესამე ადგილზე გორდონ კოუენსი - 508.

ყველაზე მეტი გოლი „ვილას“ მაისურით ბილი უოკერმა გაიტანა - 244 ბურთი. მას 2 გოლით ჩამორჩება ჰარი ჰემპტონი (242), სამეულს 187 გოლით ჯონ დევი ხურავს.

კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი მუსა დიაბია, რომლის ტრანსფერიც „ასტონ ვილას“ 2023 წლის ზაფხულში £51,9 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

მათ ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი ჯეკ გრილიშია. „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ £100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

„ასტონ ვილა“ ამჟამად თამაშობს ვილა პარკზე, რომელიც 42,657 მაყურებელს იტევს.

ფეხბურთელები

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  არგენტინაემილიანო მარტინესი
2მცველი  პოლონეთიმეთი ქეში
3მცველი  ბრაზილიადიეგო კარლოსი
4მცველი  ინგლისიეზრი კონსა
5მცველი  ინგლისიტაირონ მინგსი (კაპიტანი)
6ნახევარმცველი  ბრაზილიადუგლას ლუიზი
7ნახევარმცველი  შოტლანდიაჯონ მაკგინი
8ნახევარმცველი  ბელგიაიური ტილემანსი
9თავდამსხმელი  ბურკინა-ფასობერტრან ტრაორე
10ნახევარმცველი  არგენტინაემილიანო ბუენდია
11თავდამსხმელი  ინგლისიოლი უოტკინსი
12მცველი  საფრანგეთილუკა დინი
14მცველი  ესპანეთიპაუ ტორესი
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
15მცველი  ესპანეთიალექს მორენო
16მცველი  ინგლისიკალუმ ჩემბერსი
17მცველი  საფრანგეთიკლემან ლანგლე
19თავდამსხმელი  საფრანგეთიმუსა დიაბი
22ნახევარმცველი  იტალიანიკოლო ძანიოლო
24თავდამსხმელი  კოლუმბიაჯონ დურანი
25მეკარე  შვედეთირობინ ოლსენი
30მცველი  ინგლისიკორტნი ჰაუსი
31თავდამსხმელი  იამაიკალეონ ბეილი
32ნახევარმცველი  ბელგიალეანდერ დენდონკერი
41ნახევარმცველი  ინგლისიჯეიკობ რემზი
44ნახევარმცველი  საფრანგეთიბუბაქარ კამარა


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა