არტურ დავთიანი

არტურ დავთიანი (სომხ. Արթուր Դավթյան; დ. 8 აგვისტო, 1992, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ტანმოვარჯიშე. არის ტანვარჯიშის სომხეთის ეროვნული ნაკრების წევრი. არის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, მსოფლიო თასის ვერცხლის მედალოსანი და ოლიმპიელი.

არტურ დავთიანი

ადრეული ცხოვრება

არტურ დავთიანი დაიბადა 1992 წლის 8 აგვისტოს, ერევანში, სომხეთში. მან ტანვარჯიში მომზადება 1998 წელს, 17 წლის ასაკში დაიწყო. 2008 წლიდან იგი არის ტანვარჯიშის სომხეთის ეროვნული ნაკრების წევრი.

კარიერა

ახალგაზრდობა

2009 წელს, ტამპერეში (ფინეთი) გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში დავთიანი ვაჰან ვარდანიანთან და არტურ ტომვასიანთან ერთად ასპარეზობდა სომხეთის სახელით; ტურნირში მონაწილე 23 გუნდიდან მათ მე-6 ადგილი დაიკავეს.[1] ინდივიდუალურ შეჯიბრებაში დავითიანმა კვლავ მე-6 ადგილი დაიკავა. ერთი წლის შემდეგ, ბირმინგემში გამართულ ახალგაზრდულ ევრიპის ჩემპიონატში, 15.462 ქულით, დავთიანი გახდა ტურნირის ჩემპიონი „ვაულთში“. გარდა ამისა, არტურ დავთიანმა რგოლით ვარჯიშში მოიპოვა 13.975 ქულა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ზრდასრულობა

2011 წელს შედგა არტურ დავთიანის დებიუტი ზრდასრულთათვის გამართულ ჩემპიონატში. ეს მოხდა 2011 წლის არტისტული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატში, სადაც დავითიანმა ყველა დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა. სომეხი სპორტსმენისთვის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა. ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ მე-20 ადგილი დაიკავა. სხვა დისციპლინებში დავითიანმა საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ გადალახა. ყველა ვარჯიშიდან, მან საუკეთესო შედეგი „ვაულტში“ აჩვენა (მე-14 ადგილი).

2012 წლის იანვარში, არტურ დავთიანმა მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპში, რომელიც ჩატარდა ლონდონში. „ვაულტში“ მან 15.450 ქულა მოიპოვა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილი დაიკავა. მთლიონობაში მოპოვებული 84.2 ქულით მან მე-12 ადგილი დაიკავა. ტურნირის შედეგების თანახმად, სომეხმა სპორტსმენმა 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.[2]

2012 წლის მარტში, დოჰაში გამართულ არტისტული ტანვარჯიშის მსოფლიო თასზე არტურ დავთიანმა „ვაულტში“ 15.725 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. დავთიანი დოჰას მსოფლიო თასზე საუკეთესო ახალგაზრდა ტანმოვარჯიშედ დასახელდა და ამისთვის მიიღო ასპერიის აკადემიის ჯილდო. მან ჯილდო დიანა ბულიმართან გაიზიარა.[3]

ამავე წელს, სომეხმა ათლეტმა მან კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა 2012 წლის არტისტული ტანვარჯიშის კაცთა ევროპის ჩემპიონატში (გაიმართა მონტპელიერში), სადაც მან მე-9 ადგილი დაიკავა.[4][5]

2013 წლის ევროპის ჩემპიონატში არტურ დავთიანმა „ვალუტში“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლი

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა