არტაკ ალექსანიანი

არტაკ ალექსანიანი (სომხ. Արտակ Ալեքսանյան; დ. 10 მარტი, 1991, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით მცველი/ნახევარმცველი. იგი ამჟამად თამაშობს სომხეთის ეროვნული საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ არარატი ერევანსა და სოხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. მას ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობა.

არტაკ ალექსანიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არტაკ ლ. ალექსანიანი
დაბადების
თარიღი
10 მარტი, 1991 (1991-03-10) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ
სიმაღლე174 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი/ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
არარატი ერევანი
ახალგაზრდული კარიერა
2000 - 2009სპარტაკი მოსკოვი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2009 - 2010პიუნიკი24(1)
2010ურალი6(0)
2011პიუნიკი18(1)
2011 - 2013ხიმკი39(3)
2013ბალტიკა5(0)
2014 - 2015ულისი27(9)
2015არმავირი22(2)
2016განძასარი კაპანი8(0)
2017არარატი მოსკოვი7(0)
2019არარატი მოსკოვი (მოყვარული)
2019 -არარატი ერევანი
ეროვნული ნაკრები
2008სომხეთის 19-წლამდელთა6(1)
2009სომხეთის 21-წლამდელთა7(0)
2010 -სომხეთი2(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

ორი წლის ასაკში არტაკი და მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. ალექსანიანმა ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი საფეხბურთო სკოლა იყო სპარტაკი მოსკოვი.

2009 წლის იანვარში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ პიუნიკ ერევანთან. მოედანზე იგი პერიოდულად თამაშობდა. პიუნიკის შემადგენლობაში შედგა მისი დებიუტი 2009-2010 წლის ჩემპიონთა ლიგაზე. კლუბი საშინაო კედლებში, 2009 წლის 14 ივლისს, დინამო ზაგრებს დაუპირისპირდა. ალექსანიანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან 68-ე წუთზე შემოვიდა.

დეკემბერში მისი კონტრაქტი პიუნიკთან დასრულდა.[1] რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკების შემდეგ,[2] იანვარში მან კონტრაქტი გააფორმა რუსეთის ეროვნული საფეხბრთო ლიგის კლუბ ურალთან.[3] გაფორმებული კონტრაქტი ერთწლიანი იყო.

ურალის პირველ გუნდში უთამაშებლობის გამო მან გადაწყვიტა კლუბი შეეცვალა. 2011 წლის იანვარში ჩავიდა მორდოვიას სარანკში მდებარე ბანაკში და დაიწყო მათი მომზადება.[4] თუმცა, მცირე დროის შემდეგ, ალექსანიანი ჩავიდა ერევანში და კვიპროსში მდებარე ბანაკში პიუნიკთან ერთად დაიწყო ვარჯიში.[5] ამის შემდგომ ორივე მხარის შეთანხმებით ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ეს კონტრაქტი მალევე შეწყდა.

31 აგვისტოს კლუბ ხიმკის პრეზიდენტმა არტაკ ალექსანიანი საკუთარ შემადგენლობაში წარადგინა. მან კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2012 წლამდე გაგრძელდა.[6] ივნისის ბოლო პერიოდში, არტაკ ალექსანიანმა არტურ იედგარიანთან და ედგარ ტატოიანთან ერთად კლუბი დატოვა.[7] თუმცა, ივლისის ბოლოს, იგი კვლავ დაბრუნდა კლუბში და ახალი კონტრაქტი გააფორმა.

საერთაშორისო კარიერა

2011 წლის 9 თებერვალს შედგა არტაკ ალექსანიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში; აღნიშნულ მატჩში ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდა. იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო: 85-ე წუთზე შეცვალა ედგარ მანუჩარიანი.[8]

პირადი ცხოვრება

არტაკის დედას ჰქვია ნუნე, ხოლო მამას ლევონი. აგრეთვე მას ჰყავს უმცროსი ძმა არტური.[2]

მისი აგენტია ვალერი ალექსანიან ოგანეშიანი.[2]

მიღწევები

არტაკ ალქსანიანის კარიერული მიღწევები შემდეგნაირია: იგი არის სომხეთის პრემიერლიგის ჩემპიონი (2009), სომხეთის პრემიელ ლიგის მეორეადგილოსანი (2011), სომხეთის თასის მფლობელი(2009), სომხეთის სუპერთასის მეორეადგილოსანი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა