არსლანთეფეს ბორცვი

არსლანთეფეს ბორცვი (თურქ. Arslantepe Höyüğü) იგივე მელიდი (ხეთ.: Malidiya[1] და შესაძლებელია ასევე Midduwa;[2] აქად.: Meliddu;[3] ურარტ.: Melitea; ლათინ.: Melitene, ბერძნ.: Μελιτηνή) — უძველესი ქალაქი მდინარე ტოჰმის ნაპირზე (ევფრატის ზემო წელი), თურქეთი. დასახლება მელიდი იდენტიფიცირებულია ქალაქ მალათიასთან მდებარე ბორცვთან.[4]

არსლანთეფეს ბორცვი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანათურქეთის დროშა თურქეთი
ტიპიკულტურული
კრიტერიუმებიiii
სია[1]
რეგიონი**აზია
კოორდინატები38°22′55″ ჩ. გ. 38°21′40″ ა. გ. / 38.38194° ჩ. გ. 38.36111° ა. გ. / 38.38194; 38.36111
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება2021  (44-ე სესია)
ნომერი1622
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1622
ინგლ.რუს.ფრ.

2021 წლის 26 ივლისს არსლანთეფეს ბორცვის სახელწოდებით შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[5]

არსლანთეფეს ბორცვი პირველად გამოიკვლია ფრანგმა არქეოლოგმა ლუი დელაპორტმა 1932-1939 წლებში.[6][7][8] 1946-1951 წლებში კლოდ შეფერი ატარებდა დაზვერვით სამუშაოებს ექოლოტით.

ისტორია

არსლანთეფეს ბორცვზე ადამიანის ყველაზე ადრეული საცხოვრებლები ენეოლითის ხანით თარიღდება.[9] არსლანთეპე (VII) მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა გვიან ენეოლითში. ბორცვის თავზე იდგა უზარმაზარი აგურის ნაგებობა, რომლის ფუნქცია გაურკვეველია.

ურუქის პერიოდში ბორცვი განვითარდა და მოიცავდა დიდ სატაძრო კომპლექსსაც.[10]

კულტურულად, მელიდი იყო „დიდი მესოპოტამიის ჩრდილოეთ რეგიონების“ ნაწილი, რომელიც ფუნქციონირებდა როგორც სავაჭრო კოლონია მდინარე ევფრატის გასწვრივ, და რომელსაც ნედლეული მიჰქონდა შუმერში (ქვემო მესოპოტამია). მრავალი მსგავსება იპოვეს არსლანთეფეს ამ ადრეულ ფენებსა და ბირეჯიქის (ბირეჯიქის კაშხლის სასაფლაო) გარკვეულწილად გვიანდელ ადგილს შორის, რომელიც ასევე თურქეთში, მელიდის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.[11]

ძვ. წ. 3000 წლისათვის არსლანთეფეზე ფართოდ გავრცელდა თიხის გამოწვა, რის შედეგადაც აქ გაჩნდა კავკასიური მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკა.[12]

გვიან ბრინჯაოს ხანაში, ეს ადგილი გახდა იშუვას სამეფოს უფრო დიდი რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი ძლიერად იყო გამაგრებული, სავარაუდოდ, დასავლეთიდან ხეთების საფრთხის გამო. მასზე კულტურული გავლენა მოახდინეს ხურიტებმა, მითანმა და ხეთებმა.

ძვ. წ. 1350 წელს, ხეთების მეფე სუფილულიუმა I-მა დაიპყრო მელიდი მითანის მეფე თუშრათას წინააღმდეგ ომის დროს. ამ დროისათვის მელიდი იყო იშუვას რეგიონალური დედაქალაქი მდებარე ხეთებისა და მითანის სახელმწიფოებს შორის საზღვარზე და ლოიალურად იყვნენ განწყობილი თუშრათას მიმართ. სუფილულიუმა I-მა მელიდი გამოიყენა, როგორც ბაზა სამხედრო კამპანიისთვის, რათა გაენადგურებინა მითანის დედაქალაქი ვაშუქანი.

ხეთების იმპერიის განადგურების შემდეგ მელიდი გახდა ნეო-ხეთური სახელმწიფოს კამანუს დედაქალაქი, სადაც აშენდა სასახლე და დაიდგა ლომებისა და მმართველის მონუმენტური ქვის ქანდაკებები.

ძვ. წ. XII საუკუნეში მელიდი, სავარაუდოდ, დამოკიდებული იყო ქარხემიშზე, სადაც მეფე ქუზი-თეშუბი მეფობდა. მისი ორი შვილიშვილი, რუნტიასი და არნუვანტისი, თავდაპირველად დაინიშნენ მელიდის „ქვეყანის ბატონებად“, ხოლო მოგვიანებით ისინი ასევე გახდნენ მელიდის მეფეები.[13]

ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I-თან (ძვ. წ. 1115–1077) შეტაკების შედეგად მელიდის სამეფო იძულებული გახდა ხარკი გადაეხადა ასურეთისთვის. მელიდმა აყვავებული იყო მანამ, სანამ ასურეთის მეფე სარგონ II-მ (ძვ. წ. 722–705 წ.) ქალაქი არ დაარბია ძვ. წ. 712 წელს. ამავე პერიოდში, კიმერიელები და სკვითები შეიჭრნენ ანატოლიაში და ქალაქი დაკნინდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა