არმანდ დუგლას ჰამერი (ინგლ.Armand Douglas Hammer; დ. 28 აგვისტო, 1986) — ამერიკელი მსახიობი. ამერიკელი ბიზნესმენის მაიკლ არმანდ ჰამერის შვილი და არმანდ ჰამერის შვილთაშვილი. სამსახიობო კარიერა რამდენიმე სატელევიზიო სერიალში მონაწილეობით დაიწყო. მან პირველი მთავარი როლი, ბილი გრეჰემი, 2008 წლის ბიოგრაფიიულ ფილმში „ბილი: ადრინდელი წლები“ ითამაშა. 2010 წელს გამოჩნდა დეივიდ ფინჩერის ბიოგრაფიულ დრამაში – „სოციალური ქსელი“.
2011 წელს კლაიდი ტოლსონის როლი ითამაშა ამერიკულ ბიოგრაფიულ დრამაში, „ჯ. ედგარი“. 2013 წელს ლოუნ რეინჯერი განასახიერა ფილმში „მარტოხელა რეინჯერი“. 2015 წელს გამოჩნდა ფილმში, „აგენტები U.N.C.L.E“. ხოლო 2017 წელს მეორე ხარისხოვანი როლი ითამაშა რომანტიკულ დრამაში, „შენი სახელით მომმართე“, ამ როლის შესრულებით მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში. 2018 წელს ფილმში „გენდერული თანასწორობა“ ამერიკელი ადვოკატი მარტინ დეივიდ გინსბურგი განასახიერა. 2018 წელს ბროდვეის თეატრში მონაწილეობა მიიღო ამერიკულ პიესაში „Straight White Men“.