არაგაწი

არაგაწი (სომხ. Արագած; ცნობილია ასევე როგორც ალაგიოზი) — დიდი ანდეზიტ-დაციტური სტრატოვულკანი ჩრდილო-დასავლეთ სომხეთში, ერევნის ჩრდილო-დასავლეთით, არარატის ვაკის ჩრდილოეთით.

არაგაწი
არაგაწი
არაგაწი
კოორდინატები: 40°32′00″ ჩ. გ. 44°12′00″ ა. გ. / 40.53333° ჩ. გ. 44.20000° ა. გ. / 40.53333; 44.20000
ქვეყანასომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე4090 
მთის მასივისომხეთის მთიანეთი
არაგაწი — სომხეთი
არაგაწი

არაგაწი მრგვალი, ფარისებრი ამაღლებაა, რომელზედაც დაკბილული მწვერვალია აღმართული. სომხეთის და ამიერკავკასიის მთიანეთის უმაღლესი წერტილი (4090 მ). აგებულია ლავებითა და ტუფებით. ჩამოყალიბება დაიწყო პლიოცენსა და პლეისტოცენში. ლავის გაცივებული ნაკადები მიმართულია დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 13 კმ მანძილზე. არის მყინვარები. აქვს 4 მწვერვალი. წარმოადგენს კონუსს, რომლის პერიმეტრია 200 კმ. მწვერვალებს შორის ვულკანური კრატერია, რომლის სიღრმე 350 მ, ხოლო სიგანე 2,5 კმ აღწევს.

კალთებზე, ზღვის დონიდან 3190 მ სიმაღლეზე მდებარეობს კარის ტბა. ჭარბობს მთის ქსეროფიტული სტეპები. მწვერვალთან მაღალმთის მდელოები და ქვის ნაყარია. სამხრეთ ფერდობზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ამბერდის ნანგრევები. მთის კალთებზე, 1500 მ-ზე მდებარეობს ბიურაკანის ობსერვატორია.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა