აოგაშიმა

აოგაშიმა (იაპონ. 青ヶ島) — იაპონიის კუთვნილი ვულკანური კუნძული ფილიპინის ზღვაში, ექვემდებარება ტოკიოს ადმინისტრაციას, მდებარეობს მისგან 358 კმ-ით სამხრეთით. წარმოადგენს იძუს კუნძულების უკიდურეს სამხრეთში მდებარე და ყველაზე იზოლირებულ დასახლებულ კუნძულს.

აოგაშიმა
მშობ. სახელი: 青ヶ島

აოგაშიმის ხედი
გეოგრაფია
იაპონია
მდებარეობა ფილიპინის ზღვა
კოორდინატები 32°27′ ჩ. გ. 139°45′ ა. გ. / 32.450° ჩ. გ. 139.750° ა. გ. / 32.450; 139.750
ფართობი 8,75 კმ² (2)
სიგრძე 3,5 კმ
სიგანე 2,5 კმ
სანაპიროს სიგრძე 9 კმ
იაპონიის დროშა იაპონია
დემოგრაფია
მოსახლეობა 205 (2009)
ეთნიკური ჯგუფები იაპონელები

კუნძულზე გაშენებულია სოფელი აოგაშიმა, რომელიც ტოკიოს მეტროპოლიურ არეალში, ჰატიძიოს პრეფექტურაში შედის. 2009 წლის მონაცემებით, კუნძულზე 205 ადამიანი ცხოვრობდა. მიეკუთვნება ფუძი-ჰაკონე-იძუს ეროვნულ პარკს.

გეოლოგია

აოგაშიმა მეოთხეული ასაკის ვულკანური კუნძულია; მისი სიგრძე 3,5 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე კი 2,5 კმ. კუნძულის ფორმას აყალიბებს ოთხი წყალქვეშა კალდერის ნარჩენები. გარშემორტყმულია ძალიან ციცაბო, უსწორმასწორო და ფენობრივი ფლატეებით — კლიფებით, რომლებიც ვულკანური აკუმულაციის შედეგს წარმოადგენენ. კალდერის სამხრეთ კიდეზე კლიფის სიმაღლე 423 მეტრია.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აოგაშიმას C კლასის აქტიურ ვულკანად მიიჩნევს, უკანასკნელი ამოფრქვევები 1781-1785 წლებში მიმდინარეობდა.

ისტორია

აოგაშიმის დროშა

აოგაშიმის დასახლების ისტორია ნათელი არაა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იაპონელია. კუნძული მოხსენიებულია იაპონიის ისტორიის ედოს პერიოდის ჩანაწერებში, რომელთა მიხედვითაც ვულკანური აქტივობები აქ 1652 წელს და 1670-1680 წლებში მიმდინარეობდა. 1780 წელს მოხდა მიწისძვრა, რასაც კალდერის ტბებიდან ორთქლის გამოშვება მოჰყვა. შემდეგ, 1781 წლის მიძისძვრას კი ამოფრქვევა. 1783 წლის აპრილში, ამოფრქვევის გამო საჭირო გახდა კუნძულის 63 ოჯახის ევაკუაცია. 1785 წლის მასიური ამოფრქვევის შედეგად კუნძულის 327 მოსახლიდან 130-140 ადამიანი დაიღუპა.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა