ანტონიო მაჩადო ი რუისი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაჩადო ი რუისი.

ანტონიო სიპრიანო ხოსე მარია ი ფრანსისკო დე სანტა ანა მაჩადო ი რუისი (დ. 26 ივლისი, 1875, სევილია, ესპანეთი - გ. 22 თებერვალი, 1939, კოლიური, საფრანგეთი) - ესპანელი პოეტი, დრამატურგი, მოაზროვნე-ესეისტი, აკადემიკოსი 1927 წლიდან. მანუელ მაჩადო ი რუისის ძმა.

ანტონიო მაჩადო ი რუისი
ესპ. Antonio Machado Ruiz

დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1875(1875-07-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი სევილია[10]
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1939(1939-02-22)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი კოლიური[10]
დასაფლავებულია კოლიური[11]
საქმიანობა პოეტი[10] [8] [12] , მწერალი[13] , დრამატურგი[10] , მასწავლებელი[14] და ინტელექტუალი[15]
მოქალაქეობა ესპანეთი
ალმა-მატერი Universidad Central
ჟანრი პოეზია[16] , დრამატურგია და ესე
Magnum opus Soledades. Galerías. Otros poemas, Campos de Castilla და Juan de Mairena
ჯილდოები Hijo Adoptivo de Zaragoza
მეუღლე ლეონორ ისკიერდო[17]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

დაიბადა პროფესორის ოჯახში. 1883 წელს მისი ოჯახი გადასახლდა მადრიდში. 1899 წლიდან წელიწადნახევარი ცხოვრობდა პარიზში, სადაც დაუახლოვდა ფრანგ სიმბოლისტებს და მოდერნისტებს. რაც აისახა მის თავდაპირველ ლექსების კრებულში. შემდეგ კრებულებში შეინიშნება რეალიზმის მკაფიო ნიშნები. მომდევნო ეტაპზე კიგატაცებულია ბერგსონის თეორიებითა და მიგელ დე უნამუნოს ეგზისტენციალისტური კონცეფციებით. 1927 წელს აირჩიეს სამეფო აკადემიის წევრად და გახდა აკადემიკოსი. 1932 წელს დაბრუნდა მადრიდში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა მადრიდის უნივერსიტეტში. 1930-იან წლებში ესპანეთში მიმდინარე მოვლენების დროს პოეტი რესპუბლიკელების მხარეს დადგა. 1939 წელს იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა. 28 იანვარს ლტოლვილებთან ერთად გაემართა საფრანგეთ-ესპანეთის საზღვრისაკენ. საზღვრის გადაკვეთიდან ერთ თვეში გარდაიცვალა.

კრებულები

  • „მარტოობა“ (1903)
  • „მარტოობა, გალერეები და სხვა ლექსები“ (1907)
  • „კასტილიის მინდვრები“ (1912)
  • „ახალი სიმღერები“ (1924)
  • „აპოკრიფული საგალობელი“ (1931-1933)
  • „ხუან დე მაირენა“ (1936)
  • „ომი“ (1937)

ლექსები

  • „სიმღერები გიომარისადმი“
  • „სხვა სიმღერები გიომარისადმი“
  • „აბელ მარტინი“
  • „აბელ მარტინის უკანასკნელი ჩივილი“
  • „აბელ მარტინის სიკვდილი“

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  • 3.0 3.1 SNAC — 2010.
  • 4.0 4.1 Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  • 5.0 5.1 Babelio — 2007.
  • 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • 8.0 8.1 8.2 The Fine Art Archive — 2003.
  • Munzinger Personen
  • 10.0 10.1 10.2 10.3 Dictionary of the Literature of the Iberian Peninsula, volumen 2Greenwood Publishing Group, 1993. — Vol. 2. — P. 985. — ISBN 978-0-313-28732-9
  • Dictionary of the Literature of the Iberian Peninsula, volumen 2Greenwood Publishing Group, 1993. — Vol. 2. — P. 987. — ISBN 978-0-313-28732-9
  • Muchnik D. (unspecified title) — გვ. 146. — ISBN 978-987-1496-65-5
  • Deutsche Nationalbibliothek Record #118640739 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • https://www.eldiario.es/catalunya/educacion/antonio-machado-educacion_1_5014134.html
  • https://www.elconfidencial.com/cultura/2019-07-23/antonio-machado-politicos-cita-libro_2140495
  • OPAC SBN
  • Dictionary of the Literature of the Iberian Peninsula, volumen 2Greenwood Publishing Group, 1993. — Vol. 2. — P. 986. — ISBN 978-0-313-28732-9
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა