ანკო
- სტატია
- განხილვა
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
სხვა პროექტებში
იმპერატორი ანკო | |
---|---|
安康天皇 | |
![]() | |
იაპონიის მე-20 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 453 |
მმართ. დასასრული: | 456[1] |
წინამორბედი: | ინგიო |
მემკვიდრე: | იურიაკუ |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 401 |
გარდ. თარიღი: | 456 (55 წლის) |
იმპერატორი ანკო (იაპონ. 安康天皇; დ. 401— გ. 456) — იაპონიის მე-20 იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით.[3] იმპერატორი ქვეყანას 3 წელი მართავდა.
იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წლები უცნობია.[4] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[5]
კოძიკი და ნიჰონ შოკი წერდნენ, რომ ანკო იმპერატორ ინგიოს მეორე შვილი იყო. მისი უფროსი ძმა, პრინცი კინაში ნო კარუ მამამისის მემკვიდრე იყო, თუმცა მისმა სისხლაღრევითმა ურთიერთობამ დასთან, კარუ ნო ოირაცუმესთან ტახტზე ასვლის ყველანაირი შანსი მოუსპო. მას შემდეგ, რაც ანკო მემკვიდრედ გამოცხადდა, კინაში ნო კარუ (თავის საყვარელ დასთან ერთად) გადაასახლეს რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
ანკოს მმართველობის მესამე წელს მაიოვა ნო ოკიმიმ (პრინცმა მაიოვამ) იგი პოლიტიკური მოტივით — მამამისის სიკვდილით დასჯის გამო მოკლა.
|