ანგლოსფერო

ანგლოსფერო (ინგლ. Anglosphere) — ინგლისურენოვანი ქვეყნების ერთობლიობა, რომელთა თანამედროვე სახე ხასიათდება მთელი რიგი საერთო თვისებებით, განპირობებული ამ ქვეყნების განსაკუთრებით მჭიდრო ისტორიული კავშირებით ბრიტანეთის კუნძულებთან (უპირველესად, მხედველობაში მიიღება ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: გაერთიანებული სამეფო, აშშ, კანადა (კვებეკის პროვინციის გამოკლებით), ავსტრალია, ირლანდია და ახალი ზელანდია). Word spy-ის ბლოგის ავტორები ამ ტერმინს განსაზღვრავენ, როგორც ინგლისურენოვანი ქვეყნების ერთობლიობა, რომლებიც იზიარებენ ანგლო-ამერიკული სამართალის და ადამიანის უფლებების პრინციპებს.[1]

ქვეყნები, სადაც ინგლისური ენა სახელმწიფო ან ოფიციალური ენაა (ფაქტობრივად ან კანონმდებლურად)

ტერმინის წარმოქმნის ისტორია

ტერმინი ანგლოსფერო პირველად გამოიყენა ნილ სტივენსონმა (Neal Stephenson) თავის რომანში „ალმასების საუკუნე“ (The Diamond Age: or A Young Lady’s Illustrated Primer, 1995). სტივენსონს ამ ტერმინისთვის არ მიუცია რაიმე განსაკუთრებული გეოპოლიტიკური აზრი, იგი მხოლოდ გამოიყენა ატლანტების გამოგონილი რასის აღსანიშნავად, რომლებიც:

…იკრიბებოდნენ დიდ ქალაქში (აქ ლონდონი) მთელი ანგლოსფეროდან, რომ გაედგათ ფესვები და გამრავლებულიყვნენ საუკუნეების მანძილზე სასარგებლო ნიადაგში.

ტერმინის არაერთმნიშვნელობა

ტერმინი “ანგლოსფერო“ ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ქვეყნების ერთობლიობას, რომლებშიც ინგლისური სახელმწიფო ენა, ოფიციალური (მათ შორის, ადგილობრივთან ერთად) ან შედარებით გავრცელებული ენაა.

მიმოხილვა

ქვემოთ მოყვანილია ანგლოსფეროს ქვეყნების შედარებითი ცხრილი (მონაცემები განახლდა 2014 წელს).[2]

ქვეყანამოსახლეობა
(ად.)
ფართობი
(კმ²)
სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
მშპ
(მილიონი აშშ დოლარი)[3]
დედაქალაქიყველაზე დიდი ქალაქი
გაერთიანებული სამეფო63 742 977243 6102622 950 039ლონდონი
ირლანდია4 609 60070 27369250 814დუბლინი
აშშ321 272 6349 826 6753217 348 075ვაშინგტონინიუ-იორკი
კანადა34 834 8419 984 67031 785 387ოტავატორონტო
ავსტრალია22 507 6177 741 22031 442 722კანბერასიდნეი
ახალი ზელანდია4 570 038267 71016197 502უელინგტონიოკლენდი
ჯამი449 212 21928 134 1581623 974 539

ანგლოსფეროს გეოპოლიტიკური შინაარსი

ანგლოსფეროს იდეის მომხრეები

ამერიკელი ბიზნესმენი ჯეიმზ ბენეტი (James C. Bennett) გამოთქვამს აზრს, რომ ინგლისურენოვანი ქვეყნების კულტურულ და სამართლებრივ ტრადიციებში ჩადებულია რაღაც განსაკუთრებული. თავის ბლოგში გამოქვეყნებულ სტატიაში Albion’s Seedlings ის აღწერს ანგლოსფეროს, როგორც ქსელურ ცივილიზაციას, რომელსაც არა აქვს შესაბამისი პოლიტიკური ფორმა, რის შედეგადაც მას არ გააჩნია გამოკვეთილი საზღვრები. გეოგრაფიულად ანგლოსფეროს ყველაზე უფრო მთავარი წარმომადგენლები არიან აშშ და დიდი ბრიტანეთი, მაშინ როდესაც ინგლისურენოვანი კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არიან ძლიერი და მჭიდროდდასახლებული განშტოებები. განათლებული, ინგლისური ენის მცოდნე კარიბის აუზის ქვეყნების, ოკეანეთის, აფრიკის და ინდოეთის მოსახლეობა ქმნის ანგლოსფეროს საზღვარს.[4]

წიგნში „ანგლოსფეროს დროის გამოწვევები. რატომ ინარჩუნებენ ინგლისურენოვანი ქვეყნები ლიდერობას XXI საუკუნეში“ ჯეიმზ ბენეტი წერს ორ პრობლემაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ სვავს ანგლოსფეროზე არსებულ მის კონცეფსიას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სწრაფ ტექნიკურ პროგრესთან შეხების გზების პოვნის აუცილებლობა. შემდეგ, ეს არის აყვავებულ ანგლოსაქსურ ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეკონომიკურ სიძნელეებს შორის არსებული დიდი განსხვავება.[5]

ისტორიკოს ენდრიუ რობერტსის (Andrew Roberts) თვალსაზრისით, ზუსტად ანგლოსფერომ ითამაშა მთავარი როლი პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ასევე ცივ ომში. ის ამტკიცებდა იმას, რომ ანგლოსაქსური სამყაროს ერთიანობა აუცილებელია ისლამიზმზე გამარჯვებისათვის.[6]

2003 წელს The Guardian-ში გამოქვეყნებულ ნარკვევში, ისტორიკოსი რობერტ კონკუესტი (ინგლ. Robert Conquest) გამოვიდა ევროპის კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლისა და ინგლისურენოვანი ქვეყნების უფრო მეტად ლიბერალური კავშირის შექმნის მოთხოვნით, რომელიც ცნობილია ანგლოსფეროს სახელწოდებით.[7]

კრიტიკა

ტომ ჰეიდენი (Tom Hayden), მემარცხენე აქტივისტი და სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი, კომპანია „ზმაგში“ (Zmag) მომუშავე, თვლის, რომ ანგლოსფეროს იდეის ადეპტები საჭიროებენ აშშ-ს, როგორც ქვეყანას, რომლის დომინირებული კულტურა ინარჩუნებს ძირეულ კავშირს ინგლისურ ტრადიციებთან. ჰეიდენი წინასწარმეტყველებს, რომ აშშ-ში ეს პროექტი განწირულია. ანგლოსფერო გაქრობის წინაშე დგას, თუნდაც დემოგრაფიული მიზეზების გამო. ეს მხოლოდ დროის საკითხია. მათ, ვინც მის ნაცვლად მოვლენ, არ ექნებათ არც თანხები, არც სურვილი ანგლოსფეროში ასიმილირებისთვის.


რობერტ კონკუესტის სტატიის პასუხად, მაიკლ იგნატიევმა ჩამოაყალიბა საკუთარი თვალთახედვა, რომლის თანახმადაც ტერმინი «ანგლოსფერო» იგნორირებას უკეთებს ფუნდამენტურ სამართლებრივ და კულტურულ განსხვავებას აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, ასევე იმ მიმართულებებს, რომლითაც მოხდა დაახლოვება ბრიტანულ და ევროპულ ნორმებს შორის. მაიკლ იგნატიევი რობერტ კონკუესტის ანგლოსფეროზე შეხედულებებს ახასიათებს შემდეგნაირად:

ალბათ, ის თვლის, რომ ბრიტანეთი ან უნდა გამოვიდეს ევროპიდან, ან უარი უნდა თქვას თანამშრომლობის ყველა მომავალ ღონისძიებებზე, რაც დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებდა ევროპის რეალურ მიღწევებს. მას უნდა, რომ ბრიტანეთმა თავისი ბედი მიანდოს ინგლისურენოვანი ქვეყნების კავშირს. და მე ამ თვალსაზრისს ვთვლი რომანტიკულ ილუზიად[8].

თანამედროვე სამყაროში ინგლისური ენის და კულტურის წამყვანი როლის ფართე აღიარებასთან ერთად ადამიანების არც თუ მცირე ნაწილი თვლის არასამართლიანად, რომ ასეთი რეალობა ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს აძლევს უსამართლო უპირატესობებს. ალტერნატივის სახით შემოთავაზებულია სინტეტიკური ენის — ესპერანტოს, როგორც ნეიტრალურის და ადვილად აღსაქმელის, დანერგვა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა