ამირანტის კუნძულები
- სტატია
- განხილვა
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
სხვა პროექტებში
მშობ. სახელი: ინგლ. Amirantes Islands | |
---|---|
![]() ამირანტის კუნძულების ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 06°00′00″ ს. გ. 53°04′00″ ა. გ. / 6.00000° ს. გ. 53.06667° ა. გ. / -6.00000; 53.06667 |
კუნძულთა რაოდენობა | 24 |
მთავარი კუნძული | დეროში |
ფართობი | 9,90 კმ² |
![]() | |
ოლქი | სეიშელის გარე კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 100 |
სიმჭიდროვე | 10,10 ად. /კმ² |
ამირანტის კუნძულები (ინგლ. Amirantes Islands) — არქიპელაგი ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში კუნძულ მადაგასკარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 300 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით სეიშელის კუნძულებიდან. შედის სეიშელის გარე კუნძულებში.
არქიპელაგი შედგება 8 ცალკეული კუნძულისაგან (5 დაბალი ქვიშოვანი კუნძული და 3 მაღალი ქვიშოვანი კუნძული) და 3 ატოლისაგან, რომელთა კუნძულების საერთო რაოდენობაა 18 (სენ-ჟოზეფის ატოლი — 14, დეროში — 1 და Poivre Islands — 3). სრული სურათის შესაქმნელად ამ 11 ერთეულის გარდა ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია წყალქვეშა რიფი და წყალქვეშა შელფი კუნძულების გარეშე. არქიპელაგის 5 ყველაზე დიდი კუნძული დასახლებულია. კუნძულების სხვადასხვა ტიპი ცხრილში ნაჩვენებია შესაბამისი ფერით.
არქიპელაგი 1502 წელს აღმოაჩინეს ვასკო და გამას პორტუგალიური ექსპედიციის დროს და სახელი უწოდეს ადმირალ ამირანტის (პორტ. Ilhas de Amirante) პატივსაცემად. 1742 წელს საფრანგეთმა კუნძულები საკუთარ კოლონიად გამოაცხადა. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, კუნძულები 1814 წელს გადავიდა დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში და მიეკუთვნა მავრიკის. 1909 წელს სეიშელის კუნძულები გახდა ცალკე კოლონია და ამირანტის კუნძულებიც მის შემადგენლობაში შევიდა. 1965 წელს კუნძული დეროში ადმინისტრაციულად გადაეცა ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიას. 1976 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დაუბრუნდა სეიშელის კუნძულების რესპუბლიკას.