ამერიკული საშინელებათა ისტორია: მახინჯების შოუ

ამერიკული საშინელებათა ისტორია: მახინჯების შოუ (ინგლ. American Horror Story: Freak Show) — ამერიკული ტელეკომპანია FX-ის ანთოლოგიური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეოთხე სეზონი, მისი პრემიერა გაიმართა 2014 წლის 8 ოქტომბერს და დასრულდა 2015 წლის 21 იანვარს. მეოთხე სეზონში სიუჟეტი ვითარდება 1952 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში, სადაც გადმოცემულია აშშ-ში უკანასკნელი მახინჯების შოუს ბრძოლა გადარჩენისთვის.

ამერიკული საშინელებათა ისტორია: მახინჯების შოუ
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 13
ეთერი
ორიგინალური არხი FX
ეთერში 8 ოქტომბერი, 2014 (2014-10-08) – 21 იანვარი, 2015 (2015-01-21)
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
სასტუმრო
ეპიზოდების სია

სერიალის ისტორიაში ეს არის პირველი სეზონი რომლის დროსაც დაირღვა სერიალის მკაცრი ანთოლოგიური პრინციპი და დაბრუნდნენ მეორე სეზონის ფსიქიატრიული კლინიკა პერსონაჟები: მონაზონი მარი ეუნისე (ლილი რეიბი), პეპერი (ნაომი გროსმანი) და ახალგაზრდა ექიმი არტურ არდენი (ჯონ კრომუელი). მსახიობებმა წინა სეზონებიდან მონაწილეობა მიიღეს: ანჯელა ბასეტი, კეთი ბეიტსი, ჯემი ბრიუერი, ფრენსის კონროი, გრეის გამერი, დენი ჰიუსტონი, ჯესიკა ლანგი, დენის ოჰარე, სარა პოლსონი, ივან პიტერსი, ემა რობერტსი, გაბოურეი სიდიბე, მერ უინინგჰემი და ბენ ვულფი.

როგორც მისმა წინამორბედებმა სეზონმა მახინჯების შოუმ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა ძირითადად დადებითი შეფასება და შეინარჩუნა ძლიერი რეიტინგები, სეზონის საპრემიერო პირველ ეპიზოდს თვალს ადევნებდა 6.13 მილიონზე მეტი მაყურებელი რითიც გახდა ტელეკომპანია FX-ის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულები პროგრამა. სეზონმა მიიღო ემის ჯილდოს ოცი ნომინაცია მათ შორის საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაციაში და ექვსი ნომინაცია ლანგის, ოჰარეს, ფინ ვიტროკის, პოლსონის, ბასეტის და ბეიტსის სამსახიობო შესრულებისთვის.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი ვითარდება 1952 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ იუპიტერში, სადაც გადმოცემულია აშშ-ში უკანასკნელი მახინჯების შოუს ბრძოლა გადარჩენისთვის. 1952 წლისთვის ამერიკაში დარჩენია მხოლოს ერთი მახინჯების შოუს დასი და მის მონაწილეებს უწევთ ბრძლოა დისკრიმინაციის წინაშე. წლების წინ ეს შოუ ძალიან პოპულარული იყო, ახლა კი კარგავს პოპულარობას და ამ შოუს მმართველი ელზა მარსი (ჯესიკა ლანგი) ყველანაირად ცდილობს, რომ შოუ პოპულარული გახადოს და მისი ოცნებაა, თვითონაც გახდეს პოპულარული მომღერალი. როდესაც ორი სიამის ტყუპი, დოტი და ბეტი ტატლერი (სარა პოლსონი) აღმოჩნდებიან საავადმყოფოში, ელზა ცდილობს მათ შოუში გამოჩენას და ამით შოუს პოპულარობის გაზრდას. შოუს წევრები არიან ჯიმი დარლინგი (ივენ პიტერსი, ეგრეთ წოდებული „ლობსტერი ბიჭი“, რომელიც ნატრობს ნორმალურ ცხოვრებაზე და დედამისი, ეტელ დარლინგი (კეთი ბეიტსი) — წვერებიანი ქალი, რომელიც ინარჩუნებს წესრიგს შოუში და ელზას მეგობარია. შოუში აგრეთვე მონაწილეობენ მძლეოსანი დელ ტოლედო (მაიკლ ჩიკლისი) და მისი ცოლი, სამ მკერდიანი დეზირე დუპრე (ანჯელა ბასეტი). რაც უფრო მეტი დრო გადის, დასიდან ნელ-ნელა უჩინარდებიან მონაწილეები.

მსახიობები და პერსონაჟები

მთავარი პერსონაჟები

ფინ ვიტროკი, მაიკლ ჩიკლისი და დენის ოჰარე (მარცხნიდან მარჯვნივ).

სპეციალურად მოწვეული მსახიობები

  • უეს ბენტლი — ედვარდ მორდრეიკი
  • სელა უესტონი — ლილიან ჰემინგსი
  • გაბოურეი სიდიბე — რეჯინა როსი
  • მეტ ბომერი — ენდი
  • დენი ჰიუსტონი — მასიმო დოლჩეფინო
  • ლილი რეიბი — მონაზონი მარი ეუნისე
  • ნეილ პატრიკ ჰარისი — ჩესტერ კრები

დამხმარე პერსონაჟები

  • ნაომი გროსმანი — პეპერი
  • გრეის გამერი — პენი
  • ჯონ კეროლ ლინჩი — კლოუნი
  • კრისი მეცი — ბარბარა
  • სკაილერ სემიუელსი — ბონი ლიპტონი
  • პატი ლაბელი — დორა
  • ლი ტერგესენი — ვინსი
  • მალკოლმ-ჯამალ უორნერი — ანგუს ტ. ჯეფერსონი
  • ჯემი ბრიუერი — მარჯორი
  • ანჯელა სარაფანი — ალისა
  • მერ უინინგჰემი — რიტა გეიჰარტი
  • მეტიუ გლეივი — ლარი გეიჰარტი
  • დევიდ ბურტკა — მაიკლ ბეკი

მცირე პერსონაჟები

  • ერიკა ერვინი — ამაზონ ივი
  • მეტ ფრეიზერი — ნახატებიანი პოლი
  • ჯოტი ემგე — მა პეტიტი
  • როუზ სიგინსი — უფეხო სუზი
  • კრისტოფერ ნეიმანი — სოლტი
  • დრიუ რიკ ვერიკ — ტულუზა
  • ხეზერ ლენგენკემპი — ქალი ტულუზა
  • მეიჯორ დოდსონი — კორი ბაკმანი
  • პ.ჯ. მარშალი — დეტექტივი კოლქუიტი
  • ბენ ვულფი — მიპი
  • ჯერი ლეგიო — ექიმი ბონემი
  • დალტონ ე. გრეი — მაიკი
  • შანა რაპოლდი — ლუსი კრები
  • კეიტ დეიჩი — ახალგაზრდა ეტელი
  • ედვარდ ჯელჰოუსი — ახალგაზრდა დელი
  • ჯონ კრომუელი — ექიმი არტურ არდენი

ეპიზოდები

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
391„Monsters Among Us“რაიან მერფირაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი8 ოქტომბერი, 2014 (2014-10-08)4ATS016.13[1]
402„Massacres and Matinees“ალფონსო გომეზ-რეჯონიტიმ მინერი15 ოქტომბერი, 2014 (2014-10-15)4ATS024.53[2]
413„Edward Mordrake (Part 1)“მაიკლ აპენდეჰლიჯეიმზ ვონგი22 ოქტომბერი, 2014 (2014-10-22)4ATS034.44[3]
424„Edward Mordrake (Part 2)“ჰოვარდ დოიჩიჯენიფერ სოლტი29 ოქტომბერი, 2014 (2014-10-29)4ATS044.51[4]
435„Pink Cupcakes“მაიკლ აპენდეჰლიჯესიკა შარზერი5 ნოემბერი, 2014 (2014-11-05)4ATS054.22[5]
446„Bullseye“ჰოვარდ დოიჩიჯონ გრეი12 ნოემბერი, 2014 (2014-11-12)4ATS063.65[6]
457„Test of Strength“ენტონი ჰემინგვეიკრისტალ ლიუ19 ნოემბერი, 2014 (2014-11-19)4ATS073.91[7]
468„Blood Bath“ბრედლი ბაკერირაიან მერფი3 დეკემბერი, 2014 (2014-12-03)4ATS083.30[8]
479„Tupperware Party Massacre“ლონი პერისტერებრედ ფელჩაკი10 დეკემბერი, 2014 (2014-12-10)4ATS093.07[9]
4810„Orphans“ბრედლი ბაკერიჯეიმზ ვონგი17 დეკემბერი, 2014 (2014-12-17)4ATS102.99[10]
4911„Magical Thinking“მაიკლ გოიჯენიფერ სოლტი7 იანვარი, 2015 (2015-01-07)4ATS113.11[11]
5012„Show Stoppers“ლონი პერისტერეჯესიცა შარზერი14 იანვარი, 2015 (2015-01-14)4ATS122.94[12]
5113„Curtain Call“ბრედლი ბაკერიჯონ გრეი21 იანვარი, 2015 (2015-01-21)4ATS133.27[13]

გამოხმაურება

კრიტიკოსების გამოხმაურებები

ამერიკული საშინელებათა ისტორია (სეზონი 4): კრიტიკოსების შეფასება ეპიზოდის მიხედვით
  • სეზონი 4 (2014–15): Rotten Tomatoes-ზე გამოქვეყნებული დადებითი შეფასებების პროცენტი[14]

რეიტინგები

ამერიკული საშინელებათა ისტორია: აშშ მაყურებელი ეპიზოდის მიხედვით (მილიონი)
სეზონიეპ. 1ეპ. 2ეპ. 3ეპ. 4ეპ. 5ეპ. 6ეპ. 7ეპ. 8ეპ. 9ეპ. 10ეპ. 11ეპ. 12ეპ. 13
მკვლელი სახლი3.182.462.592.962.742.833.062.812.852.542.593.22არ არის
ფსიქიატრიული კლინიკა3.853.062.472.652.781.892.272.362.222.212.512.302.29
ალქაჯთა კრება5.544.513.783.713.804.164.004.073.943.493.463.354.24
მახინჯების შოუ6.134.534.444.514.223.653.913.303.072.993.112.943.27
სასტუმრო5.814.063.203.042.872.642.642.312.141.851.842.24არ არის
როანოკი5.143.273.082.832.822.482.622.202.432.45არ არის
კულტი3.932.382.252.132.202.152.072.061.481.821.97არ არის


საუნდტრეკი

წელისიმღერაშემსრულებელიეპიზოდ(ებ)იჩანაწერი
2014Life on Mars?ჯესიკა ლანგი„Monsters Among Us“
„Pink Cupcakes“
„Curtain Call“
  • ორიგინალი შემსრულებელი: დევიდ ბოუი
  • გამოცემის თარიღი: 9 ოქტომბერი, 2014[15]
Criminalსარა პოლსონი„Massacres and Matinees“
  • ორიგინალი შემსრულებელი: ფიონა ეპლი
  • გამოცემის თარიღი: 15 ოქტომბერი, 2014[16]
Gods and Monstersჯესიკა ლანგი„Edward Mordrake (Part 1)“
  • ორიგინალი შემსრულებელი: ლანა დელ რეი
  • გამოცემის თარიღი: 22 ოქტომბერი, 2014[17]
September Songჯესიკა ლანგი„Bullseye“
  • ორიგინალი შემსრულებელი: კურტ ვაილი
  • გამოცემის თარიღი: 12 ნოემბერი, 2014[18]
Come as You Areივან პიტერსი„Test of Strength“
  • ორიგინალი შემსრულებელი: ნირვანა
  • გამოცემის თარიღი: 19 ნოემბერი, 2014[19]
ყველა სიმღერა გამოიცა ლეიბლზე 20th Century Fox TV Records.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა