ამერიკული დინგნიჩაბა

ამერიკული დინგნიჩაბა (ლათ. Polyodon spathula) — თევზი დინგნიჩაბასებრთა რიგისა. აქვს წაგრძელებული სხეული, ქვევით განლაგებული პირი ორი ულვაშით, გვერდითი ხაზის არხები თავსა და ტანზე გარშემორტყმულია ფხებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეებსა და ტბებში, მდინარე მისისიპის აუზში. სიგრძეში აღწევს 2 მეტრს, მასით — 70 კილოგრამს. დინგი ნიჩაბს წააგავს (აქედან სახელწოდება). პირი წინ არ იწევა, სალაყუჩე ფოთოლაკები გრძელი და მრავალრიცხოვანია. იკვებება ზოოპლანქტონით. შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში. ზოგ ქვეყანაში შეყვანილია როგორც აკვაკულტურის ობიექტი; ჰყავთ სათევზე მეურნეობებში, უშვებენ წყალსაცავებში, სადაც წარმატებით იზრდება და შთამომავლობასაც იძლევა.[3]

ამერიკული დინგნიჩაბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  დინგნიჩაბასებრნი
გვარი:  Polyodon
სახეობა:  ამერიკული დინგნიჩაბა
ლათინური სახელი
Polyodon spathula (Walbaum, 1792)
სინონიმები[1][2]
სია
    • Squalus spathulus (Walbaum, 1792)
    • Megarhinus paradoxus (Rafinesque, 1820)
    • Platirostra edentula (Lesueur, 1818)
    • Polyodon feuille (Lacépède, 1797)
    • Polyodon folius (Bloch & Schneider, 1801)
    • Proceros maculatus (Rafinesque, 1820)
    • Spatularia reticulata (Shaw, 1804)
    • Proceros vittatus (Rafinesque, 1820)
    • Accipenser lagenarius (Rafinesque, 1820)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 17938

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა