ალთინთაღი

ალთინთაღი[1] (ჩინ.: 阿尔金山) — მთები ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, კუნლუნსა და ნანშანს შორის. გამოჰყოფს ტარიმის ღრმულსა და ცაიდამის ქვაბულს. სიგრძე დაახლოებით 800 კმ. სიმაღლე 6161 მეტრამდე. ტამირის ღრმულსკენ მიქვეული კალთა ციცაბოა (აჭარბებს 2000–3000 მეტრს), ცაიდამის ქვაბულისკენ — უფრო დამრეცი (500–1000 მეტრი). რელიეფის მიხედვით განირჩევა: ძლიერ დანაწევრებული სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი კლდოვანი ქედებით, მარადიული თოვლითა და მყინვარებით დაფარული; ჩრილო-აღმოსავლეთი ნაწილი — რიგი მოკლე მასივებისა (5000 მეტრზე მეტი) თოვლის მცირე ლაქებით; ცენტრალური ნაწილი — მკვეთრად შევიწროებული და დადაბლებული (ჭარბობს 3000–3500 მეტრამდე სიმაღლის ქედები), რელიეფის რბილი მოხაზულობისა და სუსტად დანაწევრებული ფორმებით. აგებულია ძველი გნაისებით, კრისტალური ფიქლებით, ფილიტებით. არის ქრომიტების, ტყვიის, თუთიის, ნიკელის, პლატინის მადნების საბადოები. ჰავა გვალვიანი და მკაცრად კონტინენტურია. მცირე ზომის მდინარეები მიედინებიან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (ჩერჩენი და მისი შენაკადები), ცენრალურ ნაწილში მდინარეები არაა. მთისწინეთებში ჭარბობს ქვა-ღორღიანი უდაბნოს ლანდშაფტები. მთისწინეთის დანაწევრებულ ხეობებში გვხვდება ცხენისმუხლა, საქსაული, იალღუნი, მლაშობურა; ფართო სივრცეები შიშველია. მთების ზემო სარტყელში მთა-სტეპის მცენარეულობა და ალპური მდელოებია. ტყეები არ არის. ცხოველთა სამყარო ღარიბია (იაკი, კუკუ-იამანი, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში — ანტილოპა ორონგო). ალთინთაღი აღმაჩინა ნიკოლოზ პრჟევალსკიმ.

ალთინთაღი
კოორდინატები: 39° ჩ. გ. 92° ა. გ. / 39° ჩ. გ. 92° ა. გ. / 39; 92
ქვეყანაჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე6161 
სიგრძე800 კმ
ამგებელი ქანებიგნაისი, კრისტალური ფიქალი, ფილიტი
ალთინთაღი — ჩინეთი
ალთინთაღი

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა