ალეიდა ასმანი

ალეიდა ასმანი (გერმ. Aleida Assmann, დ. 22 მარტი, 1947, ბილეფილდი) — გერმანელი ისტორიკოსი და კულტურის მკვლევარი.

ალეიდა ასმანი
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1947 (69 წლის)
ბილეფილდი
ეროვნება გერმანიის დროშა გერმანია
ცნობილია როგორც ისტორიკოსი
ჯილდოები მაქს პლანკის სახელობის პრემია

ბიოგრაფია

ალეიდა ასმანი დაიბადა ბილეფილდში. იგი სწავლობდა ინგლისურ ენას და ეგვიპტოლოგიას ჰაიდელბერგის და ტუბინგენის უნივერსიტეტებში (1966-1972). 1993 წელს გახდა კონსტანცის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი მიიწვიეს ქალაქ ჩიკაგოს, ვენის და ჰიუსტონის უნივერსიტეტებში პროფესორად.

კვლევითი ინტერესები

მისი პირველი ნამუშევრები ეძღვნება ინგლისურ ლიტერატურას. 1990 წლიდან მან დაიწყო მუშაობა კულტურული და ანთროპოლოგიური ნამუშევრების შექმნაზე. მის მეუღლესთან, იან ასმანთან ერთად მუშაობდა ეგვიპტოლოგიურ ნამუშევრებზე.

ნამუშევრები

  • 1980Die Legitimität der Fiktion: Ein Beitrag zur Geschichte der literarischen Kommunikation;
  • 1993Arbeit am nationalen Gedächtnis: Eine kurze Geschichte der deutschen Bildungsidee;
  • 1999Zeit und Tradition. Kulturelle Strategien der Dauer;
  • 1999Geschichtsvergessenheit — Geschichtsversessenheit: Vom Umgang mit deutschen Vergangenheiten nach;
  • 1999Erinnerungsräume: Formen und Wandlungen des kulturellen Gedächtnisses;
  • 2004Das kulturelle Gedächtnis an der Millenniumsschwelle. Krise und Zukunft der Bildung;
  • 2004Die Unverzichtbarkeit der Kulturwissenschaften mit einem nachfolgenden Briefwechsel;
  • 2006Введение в науки о культуре/ Einführung in die Kulturwissenschaft. Grundbegriffe, Themen, Fragestellungen;
  • 2006Der lange Schatten der Vergangenheit. Erinnerungskultur und Geschichtspolitik;
  • 2007Von der individuellen Erfahrung zur öffentlichen Inszenierung;
  • 2012Auf dem Weg zu einer europäischen Gedächtniskultur?
  • 2012Cultural Memory and Western Civilization: Functions, Media, Archives;
  • 2013Ist die Zeit aus den Fugen? Aufstieg und Fall des Zeitregimes der Moderne;
  • 2013Das neue Unbehagen an der Erinnerungskultur. Eine Intervention.

მიღწევები და წოდებები

  • 1998 — ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი;
  • 1999 — გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიის წევრი;
  • 2001 — ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი;
  • 2008 — საპატიო დოქტორის წოდება ოსლოს უნივერსიტეტში;
  • 2009 — მაქს პლანკის სახელობის პრემია.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა