ალბერტ ბატირგაზიევი

ალბერტ ხანბულატოვიჩ ბატირგაზიევი (რუს. Альберт Ханбулатович Батыргазиев — „ɐlʲˈbʲerd bətɨrɡɐˈzʲi(ɪ̯)ɪf“; დ. 23 ივნისი, 1997 წელი, ბაბაიურტი, დაღესტანი, რუსეთი) — რუსი პროფესიონალი მოკრივე, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

ალბერტ ბატირგაზიევი
საერთო ინფორმაცია
სრული სახელი ალბერტ ხანბულატოვიჩ ბატირგაზიევი
ეროვნება რუსები
დაიბადა 23 ივნისი, 1997
ბაბაიურტი, დაღესტანი, რუსეთი
სიმაღლე 1,67 მ
პროფესიონალური კარიერა
ბრძოლა 6
მოგება 6
მოგება ნოკაუტით 5

ოლიმპიური კარიერა

ბატირგაზიევი თინეიჯერობის დროს ჩემპიონი იყო კიკბოქსინგში. 2016 წელს კი სერიოზულად დაკავდა კრივით. ბატირგაზიევი გამოვიდა რუსეთის სახელით 2019 წლის კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2020 წლის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე მან ოქროს მედალი მოიპოვა.[1][2] ბატირგაზიევი გამოვიდა ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც პირველი ორი ბრძოლა მოიგო ნახევარფინალამდე მისასვლელად. მან დაამარცხა კუბელი სამგზის ოლიმპიური მედალოსანი ლაზარო ალვარესი ანგარიშით 3:2. ფინალში ბატირგაზიევმა დაამარცხა შეერთებული შტატების წარმომადგენელი დიუკ რაგანი ანგარიშით 3:2 და გახდა პირველი პროფესიონალი მოკრივე ოლიმპიურ ისტორიაში, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.[3][4]

პროფესიონალური კარიერა

ბატირგაზიევის პროფესიონალური დებიუტი შედგა 2020 წლის 3 ივლისს. პირველ ბრძოლაში მან გამარჯვება მოიპოვა არმენ ატაევის წინააღმდეგ.[5] მან მეორე ბრძოლა გამართა ერჟან ტურგუმბეკოვის წინააღმდეგ 2020 წლის 22 აგვისტოს ყაზანში, რუსეთი. ბრძოლის დროს ტურგუმბეკოვს მეექვსე რაუნდში ქულა დააკლდა ქამრის ქვემოთ დარტყმის გამო. საბოლოოდ ბატირგაზიევმა გაიმარჯვა ტექნიკური ნოკაუტით (TKO) მეათე და ბოლო რაუნდში 1 წუთსა და 38 წამში.[6]

შემდეგ ის დაუპირისპირდა სიბუსისო ზინგანგეს 2021 წლის 29 იანვარს მოსკოვში, საბჭოთა Wings Sport Palace-ში. ბატირგაზიევმა მეშვიდე რაუნდში დაამიწა მეტოქე, თუმცა ზინგანგი მსაჯის ათამდე დათვლამდე ფეხზე წამოდგა, მაგრამ მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით ბატირგაზიევმა საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.[7]

ბატირგაზიევმა 2021 წლის 11 ოქტომბერს სუატ ლაზესთან გამართა ორთაბრძოლა. ბრძოლა ეძღვნებოდა ბაშკორტოსტანის ეროვნულ დღეს და გადაიცემოდა Match TV-ზე.[8] ბატირგაზიევმა ბრძოლა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოიგო.[9]

მან შემდეგი ბრძოლა 2021 წლის 24 დეკემბერს, მოსკოვში, რუსეთში, ფრანკლინის მანცანილასთან გამართა, რომელიც მან მეოთხე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.[10][11]

ბატირგაზიევი ჰეიბათულა ჰაჯიალიევს დაუპირისპირდა 2022 წლის 3 აპრილს, მოსკოვში, რუსეთში. მან მოიგო ბრძოლა შემდეგი ქულებით: 99–91, 100–90 და 100–90.[12][13]

2022 წლის ივნისში მან რუსეთის ნაკრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო კომპანია „Liga Stavok"-ისა და პირველი არხის შეჯიბრში - „კრივის ლიგა". თასი ნახევრადპროფესიული წესით ჩატარდა: 4-რაუნდიანი ორთაბრძოლები პროფესიონალური წესებით, მაგრამ ორთაბრძოლები რბილი სამოყვარულო კრივის ხელთათმანებით გაიმართა. ტრავმის გამო ბატირგაზიევმა ამ თასის ოთხი ტურნირიდან მხოლოდ ერთში მიიღო მონაწილეობა 63 კგ-მდე წონით კატეგორიაში და ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა სამხრეთ აფრიკელი როფიმა მაევა.[14]

პირადი ცხოვრება

ალბერტ ბატირგაზიევი წარმომავლობით არის ნოგაი.[15] ის დაიბადა დაღესტნის რესპუბლიკის ბაბაიურტის რაიონის სოფელ გემეტიუბეში. როდესაც ის ექვსი წლის იყო, მისი მშობლები საცხოვრებლად ნიჟნევარტოვსკში გადავიდნენ. დედა მუშაობდა აღმზრდელად, მამა კი მეხანძრე იყო. მას ჰყავს ხუთი ძმა: ერთი უფროსი და ოთხი უმცროსი.[16] ბებია, ბიძა, დეიდა, ბიძაშვილები და დები ცხოვრობენ დაღესტნის რესპუბლიკის ბაბაიურტის რაიონის სოფელ გემეტიუბეში.[17]

რესურსები ინტერნეტში

Альберт Батыргазиев (ინგლისური) — სტატისტიკა საიტზე „BoxRec“

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა