აკაკის თვიური კრებული
- სტატია
- განხილვა
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
„აკაკის თვიური კრებული“ — ქართული ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1897–1900 წლებში თბილისსა და ქუთაისში. რედაქტორ-გამომცემელი — აკაკი წერეთელი. ჟურნალში იბეჭდებოდა აკაკი წერეთლისა და სხვა მწერლების ნაწარმოებები, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და კრიტიკული წერილები.