აიდა მაჰმუდოვა

აიდა მაჰმუდოვა (აზერ. Aida Mahmudova; დ. 1982 წლის 10 იანვარი, ბაქო) — აზერბაიჯანელი მხატვარი, თანამედროვე ხელოვნების სივრცის YARAT-ის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

აზერ. Aida Mahmudova
დაიბადა 10 იანვარი, 1982(1982-01-10) (42 წლის)
დაბადების ადგილი აზერბაიჯანი, ბაქო
ეროვნება აზერბაიჯანელი
სფერო მხატვრობა
საიტი https://aidamahmudova.com/

ბიოგრაფია

აიდა მაჰმუდოვა 1982 წლის 10 იანვარს ბაქოში დაიბადა. 2006 წელს მან ლონდონში წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯის ნატიფი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო 2009 წელს კონტინენტთაშორისო ამერიკული უნივერსიტეტი მოდის სფეროში მარკეტინგის განხრით.[1]

2011 წელს მაჰმუდოვამ ახალგაზრდა მსახიობთა სამხატვრო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დააფუძნა თანამედროვე ხელოვნების სივრცე YARAT.[2] 2012 წლიდან იგი განაგებდა თანამედროვე ხელოვნების მუზემს ბაქოში და იყო მისი დირექტორი. იგი სხვა მხატვრებთან ერთად მონაწილეობას იღებდა გამოფენებში. მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო საეთაშორისო დონეზე.

პირველი პერსონალური გამოფენა „გვერდის ავლით“ აშშ-ში 2015 წელს LeilaHellerGallery-ში გამართა.[3] მისი ნაწარმოებები წარდგენილი იყო 2013 წელს 55-ე ვენის ბიენალეზე გამართულ გამოფენაზე «LoveMe, LoveMeNot» და 2015 წელს 56-ე ვენის ბიენალეს ფარგლებში გამართულ გამოფენაზე «VITA VITALE».[4]

მეორე პერსონალური გამოფენა PASTPRESENTSFUTURE 2021 წელს აშშ-ში შედგა ორგანიზაცია SaparContemporaryGallery+Incubator-ის მხარდაჭერით. აიდა მაჰმუდოვა ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ხელოვნების სფეროში მოღვაწე გავლენიან ქალთა რიგებში შედის.[5][6]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა