ავერსი
ავერსი (ფრანგ. avers, ლათ. adversus) — მონეტის ან მედლის წინა მხარე, შუბლი.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9c/Ge-money-lari-coin-2-obv.jpg/200px-Ge-money-lari-coin-2-obv.jpg)
ავერსის განსაზღვრის წესი
ავერსზე, როგორც წესი, თავსდება გამოსახულება საკანონმდებლო ფუნქციით, უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფოს გერბი; სამეცნიერო წრეებში არ არსებობს ერთიანი აზრი მონეტის ავერსის განსაზღვრის შესახებ; მონეტების თანამედროვე კატალოგებში მიღებულია ავერსის განსზღვრა შემდეგი ნიშნებით:
- სახელმწიფოს გერბი, ემბლემა; თუ მონეტის ორივე მხარეს გამოსახულია გერბი, ავერსად მიიჩნევა მხარე პრივილეგირებული სახელმწიფოს გერბის გამოსახულებით, მაგ., პორტუგალიის კოლონიების მონეტების ავერსზე – პორტუგალიის, რევერსზე კი კოლონიის გერბი იყო გამოსახული;
- სახელმწიფოს მეთაურის ან სამონეტო რეგალიის რომელიმე სხვა მფლობელის პორტრეტი;
- ლეგენდა, სადაც მითითებულია ქვეყანა, ტერიტორია;
- ლეგენდა, სადაც მოხსენიებულია სამონეტო რეგალიის მფლობელის სახელი.
სხვა შემთხვევებში მეცნიერები სუბიექტურად წყვეტენ ან უარს ამბობენ ავერსის განსაზღვრაზე.
ლიტერატურა
- ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა