The Resistance — ჯგუფ Muse-ის მეხუთე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2009 წლის 13 სექტემბერს. ალბომის პროდიუსერი და მიქსის ავტორია მარკ სტენტი.
ალბომი ეფუძნება ჯორჯ ორუელის რომანის 1984 მოვლენებს. სიმღერებში ჟღერს უინსტონისა და ჯულიას, წიგნის მთავარი გმირების ფიქრები. მაგალითად, სიმღერაში Resistance მეთიუ ბელამი მღერის „you'll wake the Thought Police“ (შენ გააღვიძებ ფიქრების პოლიციას). ამ სტრიქონში პირდაპირი კავშირია წიგნის იმ ფრაგმენტთან, სადაც უინსტონი და ჯულია უკანონო კავშირში შედიან ერთმანეთთან და ეშინიათ, რომ მათ პოლიცია დაიჭერს.
ალბომის სათაური ცნობილი გახდა ჯგუფის საიტიდან სერვისში Twitter, 2009 წლის 22 მაისს. ცნობილი გახდა ერთ-ერთი სიმღერის სახელიც - United States of Eurasia - ყოველ შემთხვევაში, ჯგუფის თაყვანისმცემლებმა ის შეამჩნიეს ერთ-ერთ სურათზე, რომელზეც გამოსახული იყო ნოტების ფურცელი სტუდიიდან. ჰოვარდის მხრიდან ინფორმაცია ალბომის გამოცემის შესახებ დადასტურდა. 1 ივნისს ინფორმაციის გავრცელება გაგრძელდა და ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი ალბომის მხარდასაჭერ ტურსაც გამართავდა.
16 ივნისს დადასტურდა, რომ ალბომი გამოვიდოდა 14 სექტემბერს. 3 ივლისს Muse-ის Twitter-გვერდზე დაიწყო ალბომის სიმღერების სახელების დამატებაც, რაც ამავე დღეს დასრულდა. 14 ივლისს Muse-მა განაცხადა, რომ პირველი სინგლი ალბომიდან იქნებოდა Uprising.
2009 წლის 17 აგვისტოს სერვისზე iTunes გამოქვეყნდა ყველა სიმღერის 30 წამიანი ნაწყვეტები.
2009 წლის 7 სექტემბერს ჯგუფის ოფიციალურ საიტზე მოსასმენად განთავსდა სიმღერის Undisclosed Desires სრული ვერსია. 10 სექტემბრიდან მთლიანი ალბომი განთავსდა გამოცემის The Guardian ოფიციალურ საიტზე.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ The Resistance ასევე გამოვიდოდა iTunes-ის სერვისის მეშვეობით ფორმატში iTunes LP - ალბომის, დამატებითი ვიდეორგოლებისა და ანიმაციური დამატებების ერთიანი პაკეტის სახით. სექტემბერში ასევე ცნობილი გახდა, რომ I Belong to You შევიდოდა ფილმში „ბინდის საგა: ახალი მთვარე“. ფილმის წინა ნაწილში, „ბინდი“, უკვე მოხვდა Muse-ის სხვა სიმღერა - Supermassive Black Hole. „ახალი მთვარის“ ვერსიაში I Belong to You წარმოდგენილია დამატებითი გიტარის პარტიებით და ამოღებულია ნაწილი 'Mon cœur s'ouvre à ta voix'.
ალბომის ინსტრუმენტული ვერსია ასევე ვრცელდება ინტერნეტ-ქსელში.
2010 წლის იანვარში Resistance გამოვიდა ალბომის მესამე სინგლის სახით, ხოლო 2010 წლის აპრილში - მეოთხე სინგლი Exogenesis: Symphony.
ყველა სიმღერის ავტორი — მეთიუ ბელამი.
- მეთიუ ბელამი - ვოკალი, გიტარები, ფორტეპიანო, სინთეზატორები, პროდიუსერი
- კრისტოფერ უოლსტენჰოლმი - ბას გიტარა, ვოკალი, პროდიუსერი
- დომინიკ ჰოვარდი - დასარტყმელი საკრავები, დრამ მანქანა, პერკუსია
|
---|
| - ტურნეს მუსიკოსი
- მორგან ნიკოლზი
| | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ვიდეოები | |
---|
| სინგლები | |
---|
| სხვა სიმღერები | - „Citizen Erased“
- „Micro Cuts“
- „Assassin“
- „Who Knows Who“
- „United States of Eurasia“
- „The 2nd Law: Unsustainable“
- „Animals“
- „Defector“
- „The Globalist“
- „Algorithm“
|
---|
| საკონცერტო ტურნეები | - US Campus Invasion Tour 2005
- Black Holes and Revelations Tour
- A Seaside Rendezvous
- The Resistance Tour
- The 2nd Law World Tour
- Psycho Tour
- Drones World Tour
- Simulation Theory World Tour
- Will of the People World Tour
|
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|