Casio Computer Co., Ltd. (იაპონ.カシオ計算機株式会社 Kashio Keisanki Kabushiki-gaisha) — ტრანსნაციონალური სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია. მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ ტოკიოსშიბუიას რაიონში, იაპონიაში. იგი ძირითადად დაკავებული არის კალკულატორების, აუდიო აპარატურის, ციფრულ კამერების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და საათების წარმობით.
2015 წლის მონაცემებით, კომპანიის წლიური ბრუნვა შეადგენდა 338,4 მილიარდ იაპონურ იენას (2,836 მილიარდი აშშ დოლარი) და იმავე მონაცემებით, მსოფლოს მასშტაბით ემსახურებოდა 11 592 თანამშრომელი.
Casio დაარსდა 1946 წლის აპრილს, ინჟინერ-ტექნოლოგის, ტადაო კასიოს მიერ. 1957 წელს კომპანიამ შექმნა მსოფლიოში პირველი ელექტრონული კომპაქტური კალკულატორი. Casio იყო ადრეული ციფრული კამერების ერთ-ერთი წამყვანი ნოვატორი. 1980-1990-იან წლებში შექმნა რიგი ელექტრონული კლავიშებიანი საკრავი მუსიკოსებისთვის.