ქართლოს კასრაძე
- სტატია
- განხილვა
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
ქართლოს კასრაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1926(1926-08-27) |
გარდაცვალების თარიღი | 2005 |
საქმიანობა | მწერალი და მსახიობი |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი და საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი |
ქართლოს კასრაძე (დ. 27 აგვისტო, 1926 — გ. 2005) — ქართველი მსახიობი და მწერალი.
დაიბადა 1926 წლის 27 აგვისტოს. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1944 წლიდან გამოდის პროფესიულ ესტრადაზე, როგორც სალაპარაკო ჟანრის მსახიობი, კონფერანსიე. 1988 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1997 წელს ქართული ესტრადის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის — ღირსების ორდენი[1].