მუსა ტრაორე დაიბადა დასავლეთ მალის ქალაქ კაესში, საფრანგეთის არმიის მოსამსახურის ოჯახში. მიეკუთვნება მალინკეს ეთნიკურ ჯგუფს[2]. 1960 წელს დაამთავრა ფრეჟიუსის სამხედრო სკოლა (საფრანგეთი). მალის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო სამხედრო კარიერა.
1990 ელს ქვეყანასი დაიწყო მასობრივი სახალხო გამოსვლები მუსა ტრაორეს რეჟიმის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა მისი ხელისუფლებიდან ცამოშორება და დაპატიმრება. 1992 წელს სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მაგრამ პრეზიდენტმა ალფა უმარ კონარემ განაჩენი შეუცვალა სამუდამო პატიმრობით. 1999 წელს სასამართლომ კვლავ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ეკონომიკური დანაშაულისათვის, მაგრამ ალფა უმარ კონარემ კვლავ შეცვალა განაჩენი სამუდამო პატიმრობით.