დასავლეთი თრაკია ან უბრალოდ თრაკია (ბერძ.Θράκη, თურქ.Batı Trakya, ბულგ.Западна Тракия) საბერძნეთისისტორიულ-გეოგრაფიულირეგიონი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მდინარეებს მესტასა და მარიცას შორის. მაკედონიასა და ეპირუსთან ერთად მას არაფორმალურად 'ჩრდილოეთ საბერძნეთს' უწოდებენ. მას აღმოსავლეთი თრაკიისგან (რომელიც მდინარე მარიცადან იწყება და მოიცავს თურქეთის ევროპულ ნაწილს) განსასხვავებლად ასევე ბერძნულ თრაკიადაც მოიხსენიებენ. კიდევ არსებობს ჩრდილოეთი თრაკიაც, რომელიც ბულგარეთში მდებარეობს.
თრაკია დაყოფილია სამ პერიფერიად (ყოფილი პრეფექტურები): კსანტი, როდოპე და ევროსი.
თრაკიის დაახლოებითი ფართობია 8,578 კმ² ხოლო მოსახლეობა 368,993 (2006). მათგან ორ მესამედზე მეტი ორთოდოქსიქრისტიანიბერძენია, ხოლო დანარჩენი დაახლოებით 120,000 არის მუსლიმანური უმცირესობა. მათგან უმეტესობა (67%) არის თურქი, ხოლო დანარჩენი არიან პომაკები (მუსლიმანი სლავების ჯგუფი) რომლებიც ძირითადად რეგიონის მთიან მხარეში ცხოვრობენ. მცირე ეთნიკური ჟგუფი რომა ც (ბოშების ჯგუფი) სხვა მათი ეროვნების ადამიანებისგან განსხვავებით ძირითადად მუსლიმანურია. ცივი ომის დასრულების შემდეგ 1990-იან წლებში საბერძნეთმა განიცადა იმიგრაციის დიდი ტალღა, რომლებიც სამუშოს ძირითადად ურბანულ ტერიტორიებზე ეძებდნენ, თუმცა თრაკიას ეს პროცესები ნაკლებას შეეხო.
თრაკიის მუსლიმანური უმცირესობა თურქეთსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი იყო. თურქეთი რეგიონის ყველა მუსლიმანს მიიჩნევს თურქული უმცირესობის წარმომადგენლად. ხოლო საბერძნეთი განიხილავს ყველას როგორც განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის რელიგიურ უმცირესობებს (ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში). ათენი არ აღიარებს თურქულ ან სხვა რომელიმე უმცირესობას ეთნიკურობის მიხედვით.
ბოლო წლებში თრაკიის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდება. რამდენიმე მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია ჩამოყალიბდა რეგიონში. ეგნატიას გზას რომელიც რეგიონში მდებარეობს, მის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს. ტურიზმი თანდათან ძალას იკრებს და წამყვანი ძალა ხდება რეგიონში. როდოპების მთიანეთში ზამთრის ტურიზმის განვითარების პოტენციალიც არსებობს.