დიდი აფეთქება — დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკებიდედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
ალექსანდრე ნეველი ბრძოლის დროს, ავტ. ბორის ჩორიკოვი.ნევის ბრძოლა — ბრძოლა რუსეთისა და შვედეთის ჯარებს შორის მდინარენევაზე. გაიმართა 1240 წლის 15 ივლისს. შვედეთის ჯარებს სარდლობდა მეფე ერიკ XI-ის სიძე ბირგერი. ნოვგოროდის მთავარი ალექსანდრე იაროსლავის ძე მდინარე ვოლხოვის გზით ლადოგის ტბასთან პირველი მივიდა. ამ დროისათვის შვედებმა თავიანთ მოკავშირეებთან (ნორვეგიელები და ფინელები) ერთად მდინარე იჟორის შესართავს მიაღწიეს. რუსებმა ისარგებლეს ნისლით, უეცრად დაესხნენ მათ თავს და გაანადგურეს. თვით ბირგერი ალექსანდრე იაროსლავის ძემ პირისპირ ბრძოლაში დაჭრა. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მხედრთმთავრული ხელოვნებისა და მამაცობისათვის ალექსანდრე იაროსლავის ძეს ნეველი შეარქვეს.