მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

აფრიკის კავშირის ემბლემა
აფრიკის კავშირის ემბლემა

აფრიკის კავშირი — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აფრიკის 54 სახელმწიფოს. აფრიკის კავშირი დააარსეს 1999 წლის 9 სექტემბერს. აფრიკის სახელმწიფოების ლიდერებმა ლიბიაში გადაწყვიტეს ორგანიზაციის შექმნა. 2002 წლის 9 ივლისს აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია დასახელდა აფრიკის კავშირად.

ორგანიზაციაში შედის აფრიკის ყველა სახელმწიფო გარდა მაროკოსი, რადგანაც კავშირში გაერთიანებულია დასავლეთი საჰარა, რომელსაც მაროკო თავის ტერიტორიად თვლის. 2009 წლის 20 მარტიდან კავშირის წევრობა დროებით შეუჩერდა მადაგასკარს ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური კრიზისის გამო. 2012 წელს ორ ქვეყანას შეუჩერდა ასევე დროებით წევრის სტატუსი: 23 მარტს მალის და 17 აპრილს გვინეა-ბისაუს სახელმწიფო გადატრიალებების გამო.

დღის სურათი

[[ფაილი:თარგი:Potd/2024-07-9|center|300x300px|თარგი:Potd/2024-07-9 (ka)]]

სიახლეები

9 ივლისი — ამ დღეს...

აფრიკის კავშირი
აფრიკის კავშირი
  • 455 : რომაელი სამხედრო მეთაური ავიტუსი დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა.
  • 1357 : საღვთო რომის იმპერატორი კარლ IV საფუძველს უყრის კარლის ხიდს პრაღაში.
  • 1762 : იძულებით გადაყენებულ პეტრე III-ს რუსეთის მეფის ტახტზე ცვლის მისი მეუღლე ეკატერინე II.
  • 1900 : დედოფალი ვიქტორია ხელს აწერს ავსტრალიის თანამეგობრობის შექმნის აქტს, რომელმაც კონტინენტის ყველა ცალკეული კოლონია ფედერალური მმართველობის ქვეშ გააერთიანა.
  • 1955 : ლონდონში ბერტრან რასელმა გამოაქვეყნა „რასელ-აინშტაინის მანიფესტი“ ბირთვული იარაღის გამოყენების საწინააღმდეგოდ.
  • 2002 : ადის-აბებაში (ეთიოპია) აფრიკის კავშირი (რუკა სურათზე) ჩამოყალიბდა.
  • 2006 : იტალიის ნაკრები ფიფას მსოფლიო საფეხბურთო თასის მფლობელი ხდება (ოთხგზის).
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა