მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

მათხოჯის ბრძოლა 1789 — ბრძოლა იმერეთის სამეფო ტახტისათვის. 1788 წელს იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ ოდიშზე გაილაშქრა და იქიდან გააძევა გრიგოლ დადიანი, რომელიც ლეჩხუმში გაიქცა. ოდიშის ფეოდალებმა გრიგოლს დაუჭირეს მხარი. მან დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. ერეკლემ ჯარით გაგზავნა სოლომონ I-ის ძმისწული დავით არჩილის ძე, რომელმაც ლეჩხუმში ცოლად შეირთო გრიგოლ დადიანის და მარიამი. 1789 წლის 11 ივლისს მათხოჯთან ოდიშისა და ქართლის ჯარმა დაამარცხა დავით გიორგის ძის მომხრეები. გამარჯვებულებმა ქუთაისი აიღეს. დავით გიორგის ძემ ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. იმერეთში სოლომონ II-ის სახელით დავით არჩილის ძე გამეფდა.

დღის სურათი

[[ფაილი:თარგი:Potd/2024-07-11|center|300x300px|თარგი:Potd/2024-07-11 (ka)]]

სიახლეები

11 ივლისი — ამ დღეს...

ამედეო ავოგადრო
ამედეო ავოგადრო
  • 1735 : მათემატიკური გამოთვლებით, ამ დღეს პლუტონმა მზის სისტემაში სიშორით მეცხრედან მერვე ადგილზე გადაინაცვლა ბოლოჯერ 1979 წლამდე.
  • 1789 : საფრანგეთის რევოლუციაჟაკ ნეკერის საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის პოსტიდან გადაყენება იწვევს ბასტილიის შტურმის დაწყებას.
  • 1811 : იტალიელი მეცნიერი ამედეო ავოგადრო (სურათზე) აქვეყნებს ჰიპოთეზას აირების მოლეკულურ სტრუქტურაზე, რომელსაც დღეს ავოგადროს კანონი ჰქვია.
  • 1893 : კოკიჩი მიკიმოტომ პირველად მოახერხა მარგალიტის ხელოვნურად გამოყვანა.
  • 1895 : ძმები ლუმიერები მეცნიერებისთვის აწყობენ კინოფილმის დემონსტრაციას.
  • 1995 : სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტასერბთა ჯარები იპყრობენ ბოსნიურ ქალაქ სრებრენიცას. რვა ათასზე მეტი მცხოვრები მოკლულ იქნა. ეს ქმედება ყველაზე საზარელ დანაშაულად ითვლება ევროპის უახლეს ისტორიაში.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა