მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

„ბასტილიის აღება“, ჟან-პიერ-ლუი-ლორან ჰუელის ნახატი.
„ბასტილიის აღება“, ჟან-პიერ-ლუი-ლორან ჰუელის ნახატი.

ბასტილიის აღება 1789 წლის 14 ივლისს მნიშვნელოვანი სიმბოლური ეტაპი იყო საფრანგეთის რევოლუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ბასტილიის ციხეში მხოლოდ შვიდი ტუსაღი იმყოფებოდა, ეს აქტი გახდა მეფის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისის სულისჩამდგმელი. ამ მოვლენის პირველი წლისთავი აღნიშნული იყო, როგორც Fête de la Fédération (ფედერაციის დღესასწაული).

ამჟამად, 14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია და მას ასევე „ბასტილიის დღეს“ უწოდებენ.

დღის სურათი

[[ფაილი:თარგი:Potd/2024-07-14|center|300x300px|თარგი:Potd/2024-07-14 (ka)]]

სიახლეები

14 ივლისი — ამ დღეს...

ბასტილიის აღება
ბასტილიის აღება
  • 1223 : საფრანგეთის მეფის ტახტზე ადის ლუი VIII, მამამისის, ფილიპ II-ის გარდაცვალების შემდეგ.
  • 1789 : პარიზელები შტურმით იღებენ ბასტილიის ციხეს (სურათზე) და შვიდ პატიმარს ათავისუფლებენ. დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია.
  • 1933 : გლაიხშალტუნგი — გერმანიაში აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია, ნაცისტურის გარდა.
  • 1954 : აშშ-ის მისურისა და ილინოისის შტატების ზოგიერთ ქალაქში თერმომეტრის ნიშნულმა 50 °C გადააჭარბა, რაც რეკორდული იყო ამ რეგიონისთვის.
  • 1958 : ერაყის რევოლუცია — არაბმა ნაციონალისტებმა ქვეყანაში გადატრიალება მოაწყვეს. მონარქია რესპუბლიკამ შეცვალა. აბდ ალ-ქარიმ კასიმი ქვეყნის ახალი ლიდერი გახდა.
  • 1995 : ხმის ჩაწერის MP3 ფორმატი გამოცხადდა.
  • 2002 : ბასტილიის დღის აღნიშვნის ზეიმზე საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი თავდამსხმელთაგან სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა