მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ათასწლეულის პარკი
ათასწლეულის პარკი
ათასწლეულის პარკი (ინგლ. Millennium Park) — საზოგადოებრივი პარკი ჩიკაგოში, აშშ, ტბა მიჩიგანის სანაპიროსთან. პარკის დაგეგმვა 1997 წელს დაიწყო. მშენებლობა 1998 წლის ოქტომბერში დაიწყეს, რომელიც 2004 წლის ივლისში დასრულდა. გახსნის ცერემონია 2004 წლის 16 ივლისს შედგა და მას 300 000 ადამიანი დაესწრო. პარკის დიზაინმა და განაშენიანებამ მრავალი ჯილდო დაიმსახურა. მას შემდეგ ათასწლეულის პარკი ჩიკაგოს მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. სანახაობათა შორისაა კლაუდ გეიტი, კრაუნის შადრევანი, ჯეი პრიცკერის პავილიონი, ლურის ბაღი და სხვა. პარკი საფეხმავლო ხიდებით დაკავშირებულია გრანტ პარკის სხვა ნაწილებთან.

დღის სურათი

[[ფაილი:თარგი:Potd/2024-07-16|center|300x300px|თარგი:Potd/2024-07-16 (ka)]]

სიახლეები

მასუდ ფეზეშქიანი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


16 ივლისი — ამ დღეს...

სადამ ჰუსეინი
სადამ ჰუსეინი
  • 622 : წინასწარმეტყველი მუჰამედი ჰიჯრას იწყებს მექადან მედინაში, რაც დასაბამს აძლევს მაჰმადიანურ კალენდარს.
  • 1661 : სტოკჰოლმის ბანკმა ევროპაში პირველი ბანკნოტები გამოუშვა.
  • 1945 : მანჰეტენის პროექტიაშშ-ს მიერ ნიუ-მექსიკოს შტატში ისტორიაში პირველად განხორციელდა პლუტონიუმის ბირთვული იარაღის ექსპერიმენტული აფეთქება.
  • 1965 : საფრანგეთისა და იტალიის დამაკავშირებელი მონბლანის გვირაბი გაიხსნა.
  • 1979 : სადამ ჰუსეინი (სურათზე) ერაყის პრეზიდენტი გახდა.
  • 2004 : ათასწლეულის პარკი, XXI საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური არქიტექტურული პროექტი, გაიხსნა ჩიკაგოში, ილინოისი.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატივაჟა-ფშაველასპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024: ფინალიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილამინ იამალიქაქუცა ჩოლოყაშვილიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდონალდ ტრამპიმეორე მსოფლიო ომიესპანეთივლაქერნობაპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020აშშ-ის პრეზიდენტების სიაკრიშტიანუ რონალდუნოდარ დუმბაძესაქართველოგიორგი მიქაუტაძელიონელ მესიინგლისიცივი ომიჯვაროსნული ლაშქრობებიჯო ბაიდენინოვაკ ჯოკოვიჩიმიხეილ სააკაშვილიოცდაათწლიანი ომი14 ივლისიანდრეს ინიესტახვიჩა კვარაცხელიაგიორგი მამარდაშვილიევროპის ოქროს ბუციმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითფეხბურთი