მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ლიბერტი ბელი
ლიბერტი ბელი

თავისუფლების ზარი (ინგლ. Liberty Bell) — ზარი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში და წარმოადგენს აშშ-ის ისტორიაში დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მთავარ სიმბოლოს. ამ ზარის რეკვამ მოუწოდა ფილადელფიის მცხოვრებლებს 1776 წელს მეორე კონტინენტურ კონგრესზე მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის გახმოვანებაზე.

ზარი დაახლოებით 943 კგ-ს იწონის, მისი პერიმეტრი 3,7 მ, ხოლო სიმაღლე 1 მეტრია. დამზადებულია სპილენძისა (70%) და თუთიის (25%) შენადნობისგან.

დღის სურათი

[[ფაილი:თარგი:Potd/2024-07-8|center|300x300px|თარგი:Potd/2024-07-8 (ka)]]

სიახლეები

8 ივლისი — ამ დღეს...

ლიბერტი ბელი
ლიბერტი ბელი
  • 1099 : პირველი ჯვაროსნული ომი — 15.000 მშიერ-მწყურვალე ქრისტიანი ჯარისკაცი რელიგიურ პროცესიას მართავს იერუსალიმის ირგვლივ.
  • 1497 : ვასკო და გამა პირველ პირდაპირ ვოიაჟს იწყებს ევროპიდან ინდოეთში.
  • 1709 : პოლტავის ბრძოლარუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა პოლტავაში შვედეთის მეფე კარლ XII-ს ჯარი დაამარცხა.
  • 1776 : ლიბერტი ბელი (სურათზე) რეკავს ფილადელფიის, პენსილვანია, მოქალაქეთა მოსახმობად კონტინენტურ კონგრესზე დამოუკიდებლობის დეკლარაციის წასაკითხად.
  • 1889 : უოლ სტრიტ ჯორნალის პირველი გამოცემა დაიბეჭდა.
  • 1932 : დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ვარდება დიდი დეპრესიის პერიოდში.
  • 1997 : ნატო იწვევს ჩეხეთს, უნგრეთსა და პოლონეთს ალიანსში გასაწევრიანებლად 1999 წლისთვის.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა