მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ხმელთაშუა ზღვის კავშირი
ხმელთაშუა ზღვის კავშირი

ხმელთაშუა ზღვის კავშირი (აკრონიმი UfM, ფრანგ. Union méditerranéenne / Union pour la Méditerranée; ინგლ. Mediterranean Union) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებს ევროპასა და აფრიკაში. ორგანიზაცია დაარსდა 2008 წლის 13 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ინიციატივით. თავდაპირველად ეს იდეა შემოთავაზებული იყო, როგორც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივა, თუმცა ეს იდეა უარყოფილ იქნა.

2008 წლის მარტში, თურქეთისთვის მიცემული გარანტიის შედეგად, რომ ეს პროექტი ამ ქვეყნის ევროკავშირში წევრობის ალტერნატივა არ გახდებოდა, მან მონაწილეობაზე დასტური განაცხადა.

დღის სურათი

[[ფაილი:თარგი:Potd/2024-07-13|center|300x300px|თარგი:Potd/2024-07-13 (ka)]]

სიახლეები

13 ივლისი — ამ დღეს...

ჰოლივუდის წარწერა
ჰოლივუდის წარწერა
  • 1822 : საბერძნეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის — ბერძნები ოსმალებს ამარცხებენ თერმოპილესთან.
  • 1837 : ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია ბაკინგემის სასახლის პირველი ბინადარი მონარქი ხდება.
  • 1878 : ბერლინის ხელშეკრულებით სერბეთი, მონტენეგრო და რუმინეთი ოსმალეთის იმპერიას გამოეყო.
  • 1908 : ქალები პირველად მონაწილეობენ თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებში.
  • 1923 : ჰოლივუდის წარწერა (სურათზე) ოფიციალურად გაიხსნა ჰოლივუდის მაღლობზე, ლოს-ანჯელესში. თავდაპირველად მასზე ეწერა „Hollywoodland“.
  • 1948 : ეთიოპიის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა.
  • 2009 : ავსტრია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და თურქეთი სამთავრობათშორისო ხელშეკრულებას დებენ ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობაზე.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა